Home ახალი ამბები საქართველო ო’ ქეი!..

ო’ ქეი!..

ღია წერილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს

1467

ჩვენს ქვეყანას თქვენ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობოებითა და პოლიტიკოსებით იცნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ იცნობთ, ამიტომაც ვერ მოიგეთ ქართველი ხალხის გული

ალბატონო ელჩო, მე ერთერთი იმ ჟურნალისტთაგანი ვარ, რომლებასაც საქართველოს დემოკრატიზაციის სათავეებთან დგომა მოგვიწია, ამიტომ ჩემთვის მეორეხარისხოვანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამავე დროს, არც პიროვნული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების საქმეა მეორეხარისხოვანი.

დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვენ ამას წინათ ღია წერილით მოგმართათ, რომელშიც  მან არამხოლოდ მისი, არამედ ამომრჩევლების გულისტკივილიც გაგიმჟღავნათ. დეპუტატმა არგუმენტირებულად შეგახსენათ, რომ თქვენი მიკერძოებული დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალისადმი, რომლის წარსული მთელი კაცობრიობის მიერ დაგმობილი დანაშაულით (ადამიანთა წამებით) არის შებღალული, ხოლო მათი ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაში, არც პირადად თქვენ და არც იმ უზარმაზარ სახელმწიფოს, რომელსაც წარმოადგენთ, ღირსებას არ გმატებთ. პირიქით, ეს ლახავს თქვენს იმიჯს საქართველოში. მით უფრო, რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაერთოს, ისე როგორც ეს უკრაინის ნაცისტურმა ხელისუფლებამ გააკეთა. ბ-ნ ყაველაშვილს თქვენთვის მოწერილი წერილის არც ერთ წინადადებასა და არც ერთ სიტყვაში ადამიანური თავაზიანობის საყოველთაოდ მიღებული ნორმები და პოლიტიკურ-დიპლომატიური ტაქტი არ დაურღვევია. თქვენ კი, აი, რით უპასუხეთ მას: ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“. ამ წინადადების იქით თქვენი ეს პასუხი მეც არ უნდა წამეკითხა, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, წავიკითხე. ეს განსხვავებული მიდგომები, ალბათ, იმ განსხვავებული აღზრდა-განათლებით არის გამოწვეული, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მე – საბჭოთა კავშირში, თქვენ კი – აშშ-ში.

ქალბატონო ელჩო, მე რამდენიმეჯერ ვყოფილვარ თქვენს ქვეყანაში, მათ შორის ოფიციალური დელეგაციის წევრის სტატუსით. დავსწრებივარ პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრას პრეზიდენტ ბუშთან (უფროსი), სახელმწიფო მდივან ბეიკერთან, სხვა ოფიციალურ პირებთან. ჩემს არქივში ინახება იმ შეხვედრების დროს გაკეთებული ჩანაწერებით სავსე უბის წიგნაკები,რომლებშიც ბევრი საინტერესო დეტალია აღწერილი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა ჰელსინკში 1992 წელს. სამოქალაქო ომგამოვლილ საქართველოში უმძიმესი ვითარება იყო – ხაზინაც ცარიელი გახლდათ და ბეღელიც, შიმშილი დგებოდა. ედუარდ შევარდნაძემ ჯორჯ ბუშს, რომელთანაც ადამიანური სიახლოვე და მეგობრობა აკავშირებდა, ხორბლის გარკვეული რაოდენობის მოწოდება თხოვა. ძალიან ერიდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ორიოდე  საათის შემდეგ ეუთოს  სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი ბუში გამოჩნდა, იგი პირდაპირ ჩვენს დელეგაციასთან მოვიდა და მის მეგობარ შევარდნაძეს უთხრა: რამდენიმე დღეში ასი ათასი ტონა ხორბლით დატვირთული ხომალდი აშშდან გეზს საქართველოსკენ აიღებს.

ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ასეთი დამოკიდებულებებიც იყო, რომლებსაც ყოველთვის მადლიერებით ვიხსენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარმა სასიამოვნო გამონაკლისებმა ჩვენს ურთიერთობებში ასეთივე სასიამოვნო ზოგადი სურათი ვერ შექმნა.

დეპუტატ ყაველაშვილისთვის გაცემულ პასუხში ბრძანეთ, რომ საქართველოში თქვენ მხარს უჭერთ ხალხს. ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში  თქვენ მიერმხარდაჭერილმაქართველმა ხალხმა ათეულობით მილიარდი დოლარის ვალი, დაკარგული ტერიტორიები, დანგრეული ეკონომიკა, განადგურებული ზნეობა და განახევრებული მოსახლეობა მიიღო. ეს კიდევ ყველაფერი არ არის. თქვენი მონდომებითა და მეცადინეობით, საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოების ბანაკში აღმოჩნდა. ეს ყველაზე დიდი ზიანია იმ ზიანთა შორის, რომლეიც საქართველოს თქვენგან მიადგა. რომ არა იმ წყეული ნატოსა და ევროკავშირის სატყუარა, საქართველო რუსეთთან საერთო ენას ისევე გამონახავდა, როგორც ისტორიულად გამოუნახავს, და ქვეყანა აღარ დაინგრეოდა.

თქვენი ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთი ენას გვართმევდა და ეკლესიებს გვიბილწავდა, საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ესკალაციის მცდელობაა. რაც მთავარია, ეს იმ დიდი სიცრუის ტირაჟირებაა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლაბორატორიებში რომ დღემდე თხზავენ. მე მწერალი ვარ და ქართული ენა ჩემი უმთავრესი იარაღია, უფრო სწორად, სულია ჩემი. ამიტომ ქართული ენის მდგომარეობა შეუძლებელია თქვენ ჩემზე კარგად გესმოდეთ ან ჩემზე მეტად გაწუხებდეთ. ჰოდა, დამიგდეთ ყური: საბჭოთა საქართველოში ქართულ ენას ძეგლი დაუდგეს, რისი პრეცედენტი მსოფლიოში არ მეგულება. ენის სიწმინდისა და მისი მოვლა პატრონობის საკითხი არსად, არც ერთ სახელმწიფოში არ ყოფილა იმ სიმაღლეზე აყვანილი, როგორც საბჭოთა საქართველოში იყო. ეს ვითარება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენი ქვეყანა თქვენ ჩაიგდეთ ხელში. უძველესი და უმდიდრესი ქართული ენა დღეს მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. რაც შეეხება ქართულ საეკლესიო ძეგლებს, თქვენთვის უმარტივესია, მოატანინოთ კომუნისტების პერიოდში არსებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საბიუჯეტო მონაცემები და თავად დარწმუნდებით, რომ საბჭოთა საქართველოში ქართული კულტურის ძეგლებს თვალის ჩინივით უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ. როგორ ფიქრობთ, ის ასობით შედევრი საკულტო არქიტექტურისა, რომლებსაც ჩვენს ქალაქში ხედავთ, რა ძალამ მოიყვანა და მოიტანა აქამდე, თუკი რუსები (ან კომუნისტები) მათ სპობდნენ და ანადგურებდნენ? ვერ მოერივნენ თუ თქვენი შეეშინდათ? კი, რუსეთთან ურთიერთობაში ტკივილიანი მომენტებიც გვახსოვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისტორიის სასწორზე დადებითიც და უარყოფითიც პირუთვნელად აიწონა, ასეთი სურათი და რეალობა გამოიკვეთა:რუსეთმა გაქრობამდე მისული საქართველო გადაარჩინა, თანაც ისე, რომ მისი სული არ დაუმახინჯებია. რუსეთმა ქართველობას ილია ჭავჭავაძის პირით გაცხადებული საკრალური ტრიადა – მამული, ენა, სარწმუნოება შემოგვანახვინა და ქართველებს ეთნოგენეზი შეგვინარჩუნა. რუსეთმა საქართველო არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით იხსნა, არამედ იხსნა მისი ეთნიკური, რელიგიური, მორალური და კულტურული რაობა. ეს ჩვენი ისტორიაა, რომლის გადაწერასაც თქვენ გვაიძულებთ.

თქვენთვის მთავარია, საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ერთერთ პლაცდარმად იქცეს, ჩვენთვის კი ქართული ცნობიერების იმ გენერალური მიმართულების გადარჩენაა მთავარი, რომელმაცვეფხვისა და მოყმის ბალადაშეგვაქმნევინა, “ვეფხისტყაოსანიდაგვაწერინა და ქართული საგალობლები ერთ დიდ უნიკალურ ლოცვად აღგვავლენინა.

თქვენთვის მთავარია, ჩვენ ო’ ქეი-ს წარმოთქმას და ოცდთორმეტი კბილის გამოჩენას მიგვაჩვიოთ, რომელიც ადამიანური ურთიერთობების ყველაზე პრიმიტიული ფორმაა, ჩვენ კი ადამიანური ურთიერთობების იმ ურთულესი და გასაოცარი ფორმების გადარჩენა გვწადია, ქართულ აგიოგრაფიულ მწერლობაში, შოთა რუსთაველის გენიალურ “ვეფხისტყაოსანში”, ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაურსა” და “სტუმარ-მასპინძელში” რომ არის აღწერილი.

ო’ ქეი ვერ დაიტევს და ვერ ჩაანაცვლებს ყოველივე ამას. ქართველმა ადამიანმა სიყვარულის ის გაგება შექმნა, “ვეფხიტყაოსანი” ზოგადსაკაცობრიო გვირგვინად რომ დაედგა თავს. მოგვიანებით, შექსპირი, ბაირონი, გოეთე უმღეროდნენ სიყვარულის ამგვარ გაგებას. ნიკოლოზ ბარათაშვილს სიყვარულზე ასეთი შეხედულება ჰქონდა: “მოკვდავთა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა”. გალაკტიონი კი ერთ სიყვარულში ორი სიყვარულის ჩატევას ლამობდა, როდესაც ამბობდა: “მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”. ჩვენ არა მხოლოდ ის გვიყვარს, ვისაც ვეტრფით, არამედ მის მიმართ ეს ჩვენი ტრფიალიც გვიყვარს. ძირი და საფუძველი სიყვარულის ამ საოცრად ამაღლებული ფორმისა, იქნებ, ბერძნულ ან რომაულ მითოლოგიასა და ლიტერატურაში იყოს საძებნი, მაგრამ ვერც ბერძენმა დრამატურგებმა აუარეს გვერდი საქართველოს და კოლხ მედეას, როდესაც კლასიკური სიყვარულის თემა ოლიმპოს სიმაღლეზე აჰყავდათ. საქართველოში აღმოჩენილია პირველი საუკუნის უნიკალური ძეგლი. არმაზის საერისთავოს ოცდაერთი წლის ასაკში გარდაცვლილი პიტიახშის  – ძევახის მეუღლემ, კარპაკმა, ოქრომჭედელს გემაზე გადაატანინა მისი უკურნებელი სევდა და შემდეგი სიტყვები მიაწერინა: “ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!” მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი გურამ ასათიანი ამ ფაქტზე ასე გვმოძღვრავდა ქართველებს:

ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს

ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ

უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც

ინავლება სიყვარულიც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდებავით ბაზმა გაუქრობელი” – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: “ძევახ, სიცოცხლეო, ჩემო!”

ალბათ, შეუძლებელს ვეპოტინები, როდესაც ვცდილობ,  თქვენ, ამერიკელს, აგიხსნათ,  რას ნიშნავს ქართველისთვის ქალისა და მამაკაცის სიყვარული. ქართულ ცეკვაში (ქალისა და მამაკაცის დუეტში), რომელიც ნარნარი მოძრაობებისა და ცეცხლოვანი რიტმის უცნაური ნაზავია და, სადაც სიყვარულის ორი პოლუსის (ქალისა და მამაკაცის) ერთმანეთთან საბედისწერო მიახლოების ხაზგასმული ეპიზოდებია, შეხება დაუშვებელია. ვაჟი ქალის კაბის კალთასაც კი უნებლიეთაც  არ უნდა შეეხოს, თუმცა მთელი ცეკვის განმავლობაში თითქოს ხელით უნდა ატაროს სასურველი არსება. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპული საცეკვაო დუეტების ფილოსოფიას, როდესაც მამაკაცი ქალს წელზე უცერემონიოდ შემოხვევს მკლავს და ლამაზად აბზრიალებს სცენაზე.

ცეკვა ქართულირაღაც ახირებული ქორეოგრაფია კი არ არის, სიყვარულის ქართული ფილოსოფიაა, რომელიც სიყვარულის ობიექტის ერთადერთობასა და შეუცვლელობას ეფუძნება და მარადიული ერთგულების ნიშნითაა აღბეჭდილი. ეს ის ფილოსოფიაა, რომელიც, ათასზე მეტი წელიწადია, მოგვდევს და მოგვძახის: “ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!”

ქალბატონო ელჩო, წარმართული ეპოქის პიტიახშისა და მისი მეუღლის ამ სევდიანი ისტორიით, მგონი, დაგაბნიეთ და თავიც მოგაბეზრეთ, მაგრამ ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ბევრი რამ არის ქვეყანაზე, რაც სიტყვებით ძნელად გამოითქმის. ოდნავი წარმოდგენა მაინც რომ გქონდეთ იმის შესახებ,რას ნიშნავს ქართველი ადამიანისთვის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ოჯახის სიწმინდე და საკრალურობა, ერთხელ მაინც რომ გქონდეთ მოსმენილი ქართული სატრფიალო ლირიკის უჭკნობი შედევრიწინწყარო“, რომელიც ქართულმა მუსიკალურმა და ვოკალურმა ხელოვნებამ საგალობლის სიმაღლეზე აიყვანა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიწმინდეში ხელების ფათურის სურვილი კი არ გაგიჩნდებოდათ, თვალთაგან ცრემლი გადმოგდინდებოდათ და ცად ამაღლების დიდებულსა და სანეტარო წამსაც ეზიარებოდით. რა ლგბტქ+, რა პრაიდები და ცისარტყელას დროშები? გესმით, სად რის შემოტანას და რის წაბილწვას ცდილობთ?! ეს პლუსი რა ჯანდაბაა, ლგბტქ მენდელეევის პერიოდული სისტემა ხომ არ არის, რომლის ყველა ელემენტი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, მაგრამ იმედი გაქვთ, რომ მომავალში შეივსება, გაფართოვდება და მსოფლიოს დაიპყრობს?! თქვენ ჩვენს ქვეყანას თქვენ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობოებითა და პოლიტიკოსებით იცნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ იცნობთ, ამიტომაც ვერ მოიგეთ ქართველი ხალხის გული, ამიტომაც ვერ შეეხეთ ქართველი ადამიანის სულის სიმებს, რის გამოც მათ ფსიქიკაზე ძალადობა დაიწყეთ. ქართველ ხალხთან ახლოს მისვლა არც გიცდიათ, მის მოაზროვნე ნაწილთან კონტაქტის სურვილი არც გაგჩენიათ. ოცდაათი წელიწადის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიტიკურ ნაგავში იქექებით, რომელსაც თქვენ თავად ქმნით. ამგვარი ჭუჭყი ყოველ მღვრიე ეპოქას უხვად ახლავს, მაგრამ დრო ისე გადარეცხავს-ხოლმე, თითქოს არც ყოფილაო.

ქალბატონო ელჩო, თქვენ დეპუტატ ყაველაშვილის წერილის შეფასების პირველსავე წინადადებაში მას ბრალი სიცრუეში დასდეთ და ეს ისეთი ხაზგასმული გაღიზიანებით გააკეთეთ, რომ ვითომ ყაველაშვილის ნათქვამმა სიცრუემ გამოგიყვანათ მდგომარეობიდან. არა, ქალბატონო ელჩო, თქვენ პარლამენტის წევრის სიცრუემ კი არა, მისმა სიმართლემ გაგაბრაზათ. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სიცრუეზე მეტად სიმართლე აღიზიანებს, რადგან დედამიწის ზურგზე არც ერთ პოლიტიკურ კლასს არ უთქვამს იმდენი ტყუილი, რამდენიც ამერიკელებს .

 ქალბატონო ელჩო, თქვენი პოლიტიკური სისტემა ორ მონსტრზე დგას: სიცრუესა და ძალმომრეობაზე. ყველაფერი, რასაც თქვენ ქადაგებთ – დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, წმინდა წყლის დემაგოგიაა, ანუ სიცრუეა. ყველაფერი ის კი, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალმომრეობაა. თანაც არამხოლოდ იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ცეცხლითა და მახვილით შედიხართ, არამედ იქაც კი, სადაც კეთილისმსურველის იმიჯითა და ყალბი ღიმილით შედიხართ, მაგალითად – საქართველოში. დეპუტატ ყაველაშვილისთვის გაცემულ პასუხში თქვენ თქვით: არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება გავიმეორო, რომ ტყუილია თითქოს აშშ ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო. აშშ არ უნდა ომი და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ომი არ გაგრძელდეს და დამთავრდეს“.

ქალბატონო  ელჩო, ქართველებს ერთი ანდაზა გვაქვს: “ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო”. თქვენმა სახელმწიფომ არსებობის ხანმოკლე პერიოდში ორმოცდაათ სახელმწიფოზე მეტთან მოასწრო ომი. თქვენ დღესაც მთელ მსოფლიოს გლობალური ომისკენ მიათრევთ და როგორ დაგიჯეროთ, რომ საქართველოსთვის გინდათ ომის აცილება?! გიცნობთ, ქალბატონო ელჩო, და ვიცით, თქვენს ქვეყანაში რით სუნთქავენ პოლიტიკური წრეები და ტრანსნაციონალური კორპორაციები. თითქმის ტრილიონი დოლარი გაქვთ გადახდილი იმაში, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს, თანაც, რაც შეიძლება დიდხანს, რათა განუზომლად დიდი იყოს მსხვერპლი. თქვენ გინდათ ომის დამთავრება უკრაინაში, როდესაც ყოველდღიურად აიარაღებთ უკრაინელ ფაშისტებს?! თქვენ ხომ ის სახელმწიფო ხართ, რომელიც არც ნაცისტების მხარდაჭერისგან იკავებთ თავს და არც ტერორისტებთან თანამშრომლობისგან, თუკი ამის საჭიროებას ხედავთ. ამას მე არ ვამბობ, ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა:

 ჰილარი კლინტონმა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთად შექმნეს ტერორისტული ისლამური სახელმწიფო.

ჩვენთვის ამაში ახალი არაფერია. უდიდესი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია (მამა საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასი) თითქმის საუკუნის წინ წერდა:

საკმარისია, თვალი გადავავლოთ აშშის ისტორიის მთავარ ეტაპებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სახელმწიფოს მესვეურთა მთელი პრაქტიკა ემსახურებოდა არა მშვიდობისა და ხალხთა სოლიდარობის მაღალ იდეალებს, არამედ  ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ იყო ომისა და შფოთის ინიციატორი. თვითონ ზვიად გამსახურდიამ კი, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება  ებრძოდა საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას და ეთაყვანებოდა დასავლურ დემოკრატიას, 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეს განაცხადა: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა პრეზიდენტ ბუშის ლოცვაკურთხევით და სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერის უშუალო მონაწილეობით“. თითქოს ზვიად გამსახურდიას ეს ნათქვამი დაადასტურაო, ზუსტად ამ წერილის წერის პროცესში გავრცელდა ჯონ ბოლტონის აღიარება, რომ სწორედ მასთან იგეგმებოდა ე.წ. ფერადი რევოლუციები.

დეპუტატ ყაველაშვილისთვის გაცემულ პასუხში თქვენ კატეგორიულად აცხადებთ: “მე გეტყვით იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს, – მათ უნდათ ევროკავშირის წევრობა, ევროპული ინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ მომავალს”.

ალბატონო ელჩო, ნება მომეცით, აგიხსნათ, რომ ქართველ ხალხს, პირველ რიგში, ქართველებად დარჩენა გვინდა. არაფერი ის, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის, ჩვენ არ გვინდა; დემოკრატია – კი ბატონო; ტოლერანტობა – კი ბატონო; თავისუფლება – კი ბატონო; ადამიანის უფლებების დაცვა – კი ბატონო! კი ბატონო და კი ბატონო, მაგრამ, არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ფორმულირებული და თქვენ მიერ ჩვენთვის დირექტივების სახით თავსმოხვეული, არამედ ქართველი ხალხის მიერ აწონილდაწონილი, ქართულ ისტორიასა და კულტურასთან, ქართულ მწერლობასა და ფილოსოფიასთან შესაბამისობაში მოყვანილი.

რაკი ასე ძალიან გსურთ, იცოდეთ, რა უნდა თქვენგან საქართველოს, ქართული პირდაპირობით გეტყვით: აშშ-ის ელჩებმა საქართველოში უნდა შეიგნოთ, რომ თქვენ დიპლომატები ხართ და არა მეფისნაცვლები, რომლებმაც უნდა მართოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ ვაპირებთ თქვენი პრეზიდენტების აღიარებას ჩვენს მეფეებად. აქედან გამომდინარე, ვერც თქვენ გაღიარებთ მეფისნაცვლებად. თავი დაგვანებეთ და დაგვასვენეთ თქვენი ყალბი ღირებულებებისგან, თქვენი ფსევდოდემოკრატიისგან, ნატოსგან, ევროკავშირისგან, ჩვენს საშინაო საქმეებში უპარდონო ხელის ფათურისგან.

ბოლოს და ბოლოს, დაგვასვენეთ თქვენ მიერ გამოჩეკილი გველის წიწილებისგან, რომელთა ანტიქართული სისინი ცნობიერებას გვიწამლავს და მოსვენებას გვიკარგავს.

შევთანხმდით? ო’ ქეი? ყველა სხვა შემთხვევაში, თქვენ ერთი, ცალკე აღებული დეპუტატისგან ან ერთი, ცალკე აღებული ჟურნალისტისგან კი არა, მთელი ქართველი ხალხისგან მოგივათ გზავნილი, რომელიც გაცილებით მკვახე იქნება, ვიდრე თუნდაც ეს ჩემი არცთუ ვრცელი ბარათი იყო, რომლის წაკითხვისთვის მადლობას მოგახსენებთ, თუკი, რასაკვირველია, გეყოთ ამისთვის ძალა და მოთმინება.

პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. “თქვენი მიკერძოებული დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალისადმი, რომლის წარსული მთელი კაცობრიობის მიერ დაგმობილი დანაშაულით (ადამიანთა წამებით) არის შებღალული, ხოლო მათი ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაში”
    ,ოფიციალური ბრალი ამ დანაშაულებებზე წარდგენილი არ ქონია სააკაშვილს და სასჯელს იხდის შარვალ კასტუმის უკანონო შეძენაზე…

    “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა პრეზიდენტ ბუშის ლოცვა–კურთხევით და სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერის უშუალო მონაწილეობით“. ამბობდა ზვიად გამსახურდია და

    “ედუარდ შევარდნაძემ ჯორჯ ბუშს, რომელთანაც ადამიანური სიახლოვე და მეგობრობა აკავშირებდა, ხორბლის გარკვეული რაოდენობის მოწოდება სთხოვა. ძალიან ერიდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ორიოდე საათის შემდეგ ეუთოს სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი ბუში გამოჩნდა, იგი პირდაპირ ჩვენს დელეგაციასთან მოვიდა და მის მეგობარ შევარდნაძეს უთხრა: რამდენიმე დღეში ასი ათასი ტონა ხორბლით დატვირთული ხომალდი აშშ–დან გეზს” საქართველოსკენ აიღებსო.
    რამდენადაა თავსებადი ეს ფაქტები ერთმანეთთან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here