Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში “სახალხო აჯანყება” იწინასწარმეტყველა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში “სახალხო აჯანყება” იწინასწარმეტყველა

128

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი პროგნოზით გამოვიდა მედიის წინაშე: თუ რუსეთი სრულად შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას, გერმანელებისახალხო ამბოხებას” (Volksaufstandeმოაწყობენ, _ იუწყება eadaily.com.   

ამ დასკვნამდე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადისთვის” საჭირო ტურბინის დაბრუნებაზე კანადის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას მივიდა.

“კანადელებმა თქვეს: “ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს”. ჩვენ ვუპასუხეთ: “შეგვიძლია ეს გავიგოთ, მაგრამ, თუ ჩვენ არ მივიღებთ ბუნებრივი აირის ტურბინას, მაშინ ვერ მივიღებთ ბუნებრივ აირს. ჩვენ, საერთოდ, ვეღარ შევძლებთ უკრაინის დახმარებას, იმიტომ, რომ დაკავებული ვაქნებით სახალხო ამბოხებით”, _ განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე _ მართლა წინასწარმეტყველებს თუ არა სახალხო აჯანყებას გერმანიაში, ბერბოკმა უპასუხა: “შესაძლოა, ცოტა გადავაჭარბე”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here