მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარწმუნებული არ არის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებში, – ამას მოწმობს კვლევის შედეგები, რომლებიც კიორბერის სახელობის გერმანული ფონდის (Körber Stiftung) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. – წერს
გამოკითხვის მონაწილეთა 54% არ ენდობა გერმანულ დემოკრატიას ან ნაკლებად სჯერა მისი, 2021 წლის შემოდგომაზე კი ეს მხოლოდ 30%-მა განაცხადა. ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ 9% ენდობა 2021 წლის 20%-ისა და 2020 წლის 29%-ის წინააღმდეგ.
გამოკითხულთა 71%-ს მიაჩნია, რომ გერმანიის პოლიტიკური და მედიის ლიდერები „ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში და ზემოდან უყურებენ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას“. გერმანელების 86%–ის აზრით, რიგითი მოქალაქეები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.
მანამდე ცნობილი შეიქნა, რომ გერმანელების უმრავლესობა კანცლერ ოლაფ შოლცს სუსტ ლიდერად მიიჩნევს.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@octgnews/39