Home ახალი ამბები მსოფლიო დონბასზე თავისი აზრის გამოთქმის გამო გერმანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  აღძრეს

დონბასზე თავისი აზრის გამოთქმის გამო გერმანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  აღძრეს

84

გერმანელი ჟურნალისტი ალინა ლიპი ავტორია Telegramარხისა Neue aus Ruscland, სადაც ის აქვეყნებს დონბასში მიმდინარე მოვლენებს და იქ მცხოვრებთა მონათხრობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ალინა ლიპის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს _ დაადანაშაულეს, რომ ეჭვქვეშ აყენებს გერმანული მასმედიის ცნობებს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. გერმანული მედიასაშუალებები კი  ალინას რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ალინა ლიპმა, რომელმაც დონეცკი დატოვა და ახლა ყირიმში იმყოფება, RT DE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეკერეს თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. არადა, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს განსხვავებული თვალსაზრისი. “გერმანია ჩემი სამშობლოა და ის მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა ძალიან ანტირუსულია და ფაშიზმის ნიშნები აქვს”, _ განაცხადა ჟურნალისტმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here