Home ახალი ამბები საქართველო გელა ნიკოლაიშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე: ჩვენთან საერთოდ არაა ბალანსი...

გელა ნიკოლაიშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევაზე: ჩვენთან საერთოდ არაა ბალანსი დაცული პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის – უნდა იცოდნენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს დასჯადია

101

უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა, „ქრონიკის“ ეთერში, „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ, რესპონდენტის – გიორგი შარაშიძისა და სხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენახვისა და გავრცელების, ასევე, რესპონდენტის დაშანტაჟების სავარაუდო მცდელობის შესახებ ისაუბრა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხვალ გადასცემენ.

„ჩვენთან საერთოდ არ არის ბალანსი დაცული პირადი ცხოვრების საიდუმლოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრგან დგას, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით უხეშად ირღვევა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პერსონალურ მონაცემებს აბსოლუტურად ჰარიჰარალეზე, ვისაც როგორ უნდა, ისე აფრიალებს. უნდა იცოდნენ, რომ, კანონის მიხედვით, ეს დასჯადია, სისხლის სამართლის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, გამოხატვის თავისუფლებასა და პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოების შენახვის აუცილებლობას შორის ბალანსი აუცილებლად დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატმა ბალანსისა და ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„მედია დაცულია იმ მხრივ, რომ ისინი არ არიან ვალდებული, გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, მაგრამ, მაგალითად, შარშან საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელიც არათუ პირადი ცხოვრების საიდუმლოების, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაშიც კი, პიროვნება თუ მიმართავს სასამართლოს, 75 000 ევრო ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ასე რომ, ამ ბალანსიც დაცვა ყოველთვის ჭირს ხოლმე ყველგან, ტყუილ-მართალი ხშირად აზელილია ერთმანეთში“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დღეს გელა ნიკოლაიშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ არსებობს ჟურნალისტისა და გიორგი შარაშიძის მიმოწერის ამსახველი მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტი რესპონდენტის დაშანტაჟებას ცდილობდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here