Home სხვადასხვა დაიჯესტი GBC: აშშ-ში ცნობილი რეპერი გარდაიცვალა

GBC: აშშ-ში ცნობილი რეპერი გარდაიცვალა

1548
Lil Peep

რეპერი გუსტავ არი, რომელიც Lil Peep –ის სახელით იყო ცნობილი, 15 ნოემბერს კონცერტის დაწყებამდე გარდაიცვალა ნარკოტიკის დიდი დოზით მიღების გამო. ამის შესახებ სოცქსელებში  მისმა მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა განაცხადეს. რეპერი 21 წლისა იყო.

არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი იპოვეს ქალაქ თუსონში, მის პირად ავტობუსში. მუსიკოსის მეგობრებმა  სასწრაფო დახმარების ბრიგადა  და პოლიცია გამოიძახეს, ეგონათ, რომ გუსტავი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ადგილზე მისულ მედიკოსებს მომღერალი გარდაცვლილი დახვდათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here