Home ახალი ამბები გაყრების შესამცირებლად, საქორწინო კონტრაქტის შემოღება იგეგმება

გაყრების შესამცირებლად, საქორწინო კონტრაქტის შემოღება იგეგმება

აზერბაიჯანში,საქორწინო კონტრაქტების დადების აუცილებლობის შემოღება აზერბაიჯანის პარლამენტს დეპუტატმა სადიგატ ველიევამ შესთავაზა. პარლამენტის დეპუტატები ამ გზით მოსახლეობას გაყრების ზრდასთან ბრძოლას სთავაზობენ.

თუკი წინადადება გაივლის დღის წესრიგს, საპარლამენტო წაკითხვას და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს, მაშინ საოჯახო კოდექსში ცვლილებები შევა.

„თუ ეს კონტრაქტი აუცილებელი გახდება, მაშინ გაყრების რაოდენობა შემცირდება“, – ამბობს ველიევა.

აზერბაიჯანში გაყრების რაოდენობა სულ უფრო მატულობს და დეპუტატი ამას „პასუხისმგებლობის არარსებობას“ აბრალებს.

სინამდვილეში, იმ საქორწინო კონტრაქტების საშუალებით, რომლებიც ირანის მსგავს მუსლიმურ ქვეყნებში იდება, თუკი მხარეები მათ შედგენას ყურადღებით მოეკიდებიან, ურთიერთპრეტენზიების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შეიძლება. ასე რომ, ჩვენს უახლოეს წარსულსა და მეზობლებში არსებობს პრეცედენტები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხი გასცენ იმ მითს, თითქოს საქორწინო კონტრაქტი ევროპელების მიერ ახლახან გამოგონილი რამაა“, – ამბობს აზერბაიჯანის უფლებადამცველლი ცენტრის დოქტორი ზეინალოვა გაზეთ “ექოსთან” ინტერვიუში.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით 2010 წელს 1000 ადამიანზე 8,9 ქორწინება და ერთი გაყრა მოდიოდა. უკვე 2016 წლის მონაცემების მიხედვით კი, ეს მონაცემები 1000 ადამიანზე 6,9 ქორწინებასა და 1,4 გაყრას უდრის, ანუ გაყრების რაოდენობამ 40 პროცენტით იმატა. 2017 წლის ბოლო მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რვა თვის შედეგების მიხედვით, 1000 ადამიანზე გაყრის შემთხვევებმა უკვე 1, 5 ნიშნულს მიაღწია.

წყარო:jamnews

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here