Home ახალი ამბები მსოფლიო “განსაცვიფრებელია, მოისმინო ასეთი რამ იმ მაღალჩინოსნისგან, რომლის ქვეყანასაც 900 დღის განმავლობაში  ლენინგრადი...

“განსაცვიფრებელია, მოისმინო ასეთი რამ იმ მაღალჩინოსნისგან, რომლის ქვეყანასაც 900 დღის განმავლობაში  ლენინგრადი ბლოკადაში მოაქცია და რომლის შედეგადაც იქ შიმშილისგან  700 ათასი ადამიანი დაიღუპა”

422

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა დაგმო გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადება მოსკოვის მიერ შიმშილის, როგორც იარაღის, გამოყენების შესახებ.

რუსეთი შეგნებულად იყენებს შიმშილს, როგორც საბრძოლო იარაღს, და მსოფლიო მძევლად აჰყავს”, _ განაცხადა 24 ივნისს ბერლინში გამართულ ბრიფინგზე ბერბოკმა და დასძინა, რომ “რუსეთი ცდილობს, სხვა დაადანაშაულოს სურსათისა და საწვავის გაძვირებაში, ბლოკავს პორტებს შავ ზღვაზე”. ბერბოკმა ვითარებას “ძალიან დრამატული” უწოდა.

განსაცვიფრებელია, მოისმინო ასეთი რამ იმ მაღალჩინოსნისგან, რომლის ქვეყანამაც 900 დღის განმავლობაში ლენინგრადი ბლოკადაში  მოაქცია  და რომლის შედეგადაც შიმშილისგან 700 ათასი ადამიანი დაიღუპა”, _ დაწერა სოციალურ ქსელში მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, სასურსათო უსაფრთხოების მსოფლიოში შექმნილი ვითარება, მარცვლეულისა და სასუქის მიწოდებაში შექმნილი პრობლემები დასავლეთის ქვეყნების შეცდომების შედეგია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here