“ევროკავშირის ეკონომიკა ვერ აიტანს მის მიერთებას”, _ განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმა.
“ევროპა ვერასოდეს გადახარშავს თურქეთის მიერთებას ეკონომიკური თვალსაზრისით. თქვენ არ ხართ მიღების კანდიდატები”, _ განაცხადა კერნმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამას გარდა, კანცლერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საკითხში თურქეთმა “თითქმის ყველა ზღვარი დაარღვია” და ხელმეორედ მოუწოდა თურქეთს, შეწყვიტოს ეკვროკავშირში შესვლის საკითხზე მოლაპარაკება. როგორც ვიცით, ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბრიუსელი და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები პროტესტს აცხადებენ თურქეთში სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქმედი მთავრობის ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო. 25 ივლისს, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრების წინაშე გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის თურქეთზე ზემოქმედების ერა დამთავრდა. “დასავლეთს სურს, რომ თურქეთმა ყველა მისი მოთხოვნა განუხრელად შეასრულოს. უნდა გითხრათ, რომ ასეთი თურქეთი აღარ არსებობს”, _ შენიშნა ერდოღანმა.