Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა არალოიალურობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ

ფრანგმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა არალოიალურობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ

103

აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებნი რუსულ სამყაროს ელოდებიან, _ განაცხადა კიევის კონტროლს დაქვემდებარებული დონეცკის ოლქის ნაწილის გუბერნატორმა პავლე კირილენკომ დონბასის ქალაქების სკოლებსა და სახლებში უკრაინული სამხედროების დისლოკაციის კომენტირებისას, _ წერს vz.ru.

ადგილობრივებმა ფრანგ ჟურნალისტებს უამბეს დონბასის ქალაქების სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებში უკრაინელი სამხედროების დისლოკაციის შესახებ. “ადგილობრივ მცხოვრებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რატომ იბომბება მათი რაიონები _ ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროები თავს აფარებენ მიტოვებულ სახლებსა და სკოლებს”, _ ნათქვამია Agence France-Press-ის სტატიაში, რომელიც ვებპორტალმა MშN-მა გამოაქვეყნა.

“კრამატორსკში 70 წლის პენსიონერი ხარატი სიგარეტს ეწეოდა 23-ე სკოლასთან, რომელშიც მშვიდობიანობის პერიოდში 500 ბავშვი სწავლობდა და რომელიც ქალაქში მეორე სკოლა იყო, რომელიც ნანგრევებად იქცა”, _ ნათქვამია სტატიაში. პენსიონერმა ფრანგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რუსები უმიზნებენ უკრაინელ ჯარისკაცებს”. “მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი შენობაში დარტყმის მომენტში, მაგრამ ჩვენ რეგულარულად ვხედავდით, რომ ისინი მოდიოდნენ და მიდიოდნენ”, _ თქვა პენსიონერმა და დასძინა, რომ “ამ რაიონში ბევრი ადამიანია, რომლებსაც სურთ, ინფორმაცია მიაწოდონ რუსებს”.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ნატალია, 23-ე სკოლის სამი მოსწავლის დედა. მან დაასახელა ადგილობრივების ჯგუფი Telegram-ის მესენჯერში, აქ გამოქვეყნებული კომენტარები ეჭვს არ ტოვებს იმის შესახებ, “ვინ არის პრორუსი და ვინ არა”.

“საიდან იცის მოწინააღმდეგემ, სად არიან განლაგებული უკრაინელი სამხედროები?” _ დასვა კითხვა დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლე კირილენკომ. “ბევრი ადამიანი ელოდება რუსულ სამყაროს”, _ ასე უპასუხა კირილენკომ თავის კითხვას. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ქალაქების მცხოვრებნი, რომლებშიც რუსები ჭარბობენ,  რუსულ არმიას ელოდებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here