ეს პროვინცია ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილშია. ინციდენტი ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ “თალიბანის” მოთარეშეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციისას მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა ლოგარის პროვინციის ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ ქაბულის მახლობლად მდებარე სოფელ დაშთ-ე-ბარიში განხორციელდა. ამერიკელების სპეცრაზმმა შეუტია “ბოევიკებს”, რომლებმაც უკან დაიხიეს და გამაგრდნენ აღნიშნული დასახლებული პუნქტის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ამერიკელმა ჯარისკაცებმა დასახმარებლად საჰარეო ძალები გამოიძახეს, თვითმფრინავებმა დაბომბეს სახლი. შედეგად ათობით თალიბანი დაიღუპა. სამწუხაროდ, ამ ოპერაციას 13 მოქალაქე შეეწირა.
“ფრანსპრესი” იუწყება, რომ უფრო ადრე “თალიბანის” მოთარეშეების წინააღმდეგ განხორციელებული მსგავსი ოპერაციისას 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.