Home სხვადასხვა დაიჯესტი Foreign Policy: რექს ტილერსონს მიაჩნია, რომ ასადის ბედი რუსეთის ხელშია

Foreign Policy: რექს ტილერსონს მიაჩნია, რომ ასადის ბედი რუსეთის ხელშია

688
რექს ტილერსონი

აშშის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერიშთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალასადის ბედი რუსეთის ხელშია. ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტილერსონის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ტაქტიკურ ამოცანებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ქიმიური იარაღის გამოყენების შემაკავებელი ზომები, ამერიკული ძალების დაცვა `ისლამური სახელმწიფოს~ წინააღმდეგ ბრძოლაში და ასადის სამთავრობო ძალების პოზიციების შესუსტება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ `დიდი ოცეულის~ სამიტზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here