Home სხვადასხვა დაიჯესტი Foreign Affairs: ერთპოლუსიან სამყაროში აშშ-ის ძლევამოსილების დრო უკვე წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება

Foreign Affairs: ერთპოლუსიან სამყაროში აშშ-ის ძლევამოსილების დრო უკვე წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება

Foreign Affairs: ერთპოლუსიან სამყაროში აშშ-ის ძლევამოსილების დრო უკვე წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება

დღეს მრავალი ნიშანი მიუთითებს კრიზისზე მსოფლიო წესრიგში. როგორც Foreign Affairsის ექსპერტები წერენ, კორონავირუსის პანდემიაზე არაკოორდინირებულმა საერთაშორისო რეაქციამ და ამით გამოწვეულმა კრიზისულმა მოვლენებმა ეკონომიკაში, ნაციონალური პოლიტიკის აღორძინებამ და სახელმწიფო საზღვრების გამაგრებამ ხაზი გაუსვა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით გამოწვეულ საფრხეებს. ეს პოლიტიკა კი დაფუძნებულია პრინციპზეამერიკა უპირველეს ყოვლისადა გლობალურ ლიდერობაზე უარის თქმაზე.

ამერიკის მიერ უპირატესობის დაკარგვასა და საერთაშორისო დღის წესრიგის ცვლილებას, დიდი ხანია, წინასწარმეტყველებენ ექსპერტები, მაგრამ მათი წინასწარმეტყველება აქამდე არ შესრულებულა. დღეს კი იმ მოვლენების შემდეგ, რომლებიც ხელს უწყობდა აშშის ძლევამოსილების განმტკიცებას, დაიწყო პროცესები, რომლებიც ქვეყნის ძლევამოსილებას უთხრის ძირს.

რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გაზრდის შემდეგ ე.წ. განვითარებადი ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებულნი არიან დასავლეთის გულუხვობასა და მხარდაჭერაზე. მათ ახლა შეუძლიათ, ალტერნატიული “მფარველები” აირჩიონ, ხოლო არალიბერალი, მემარჯვენე ტრანსნაციონალური ქსელები გამოდიან ლიბერალური საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ, რომლებიც ადრე მიუდგომელ ციხესიმაგრედ ჩანდა.

აშშის გლობალური ლიდერობა არა მხოლოდ სუსტდება, არამედ კრახს განიცდის. გავლენის შემცირების ეს პროცესი არის არა ციკლური, არამედ მუდმივი”, _ მიაჩნიათ გამოცემის ექსპერტებს.

აშშ და მისი მოკავშირეები ერთპოლუსიანი მსოფლიოს პერიოდში ერთობლივად სარგებლობენ მონოპოლიური უფლებით _ ყოფილიყვნენ “მფარველები”. ქვეყნები, რომლებსაც სხვა მხარდაჭერა არ ჰქონდათ, იძულებულნი იყვნენ, დათანხმებულიყვნენ პირობებზე, რომლებითაც დასავლეთი ეხმარებოდათ, მაგრამ დღეს დასავლეთს აღარ აქვს მონოპოლია “მფარველის” სტატუსზე: სხვა დიდი სახელმწიფოები მსოფლიოს სთავაზობენ საერთაშორისო დღის წესრიგის ალტერნატიულ კონცეფციას, რომელიც უფრო სუსტი ქვეყნების ბევრ ლიდერს იზიდავს.

ბევრი დასავლელი მეცნიერი და პოლიტიკოსი მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პეკინი ძველებურად მომხრე იქნება იმ საერთაშორისო წესრიგის პრინციპებისა და ნორმების, რომლებსაც აშშ ამკვიდრებს, მაგრამ დღეს მოსკოვი და პეკინი, მრავალწლიანი უნდობლობისა და მეტოქეობის მიუხედავად, საერთაშორისო პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობენ. ჩინეთი და რუსეთი დღეს დაუფარავად კამათობენ საერთაშორისო წესრიგის ლიბერალურ ასპექტებზე; ამასთანავე, ალტერნატიულ დღის წესრიგზე ახალი ინსტიტუტებისა და ორგანოების დახმარებით, რომლებზეც მათ დიდი გავლენა აქვთ.

ჩინეთი და რუსეთი იმ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტებისა და რეგიონული ფორუმების შექმნის წინა ხაზზე იყვნენ, რომლებშიც აშშისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ფართო მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგალითად, ბრიჩსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა). ამას გარდა, ჩინეთისა და რუსეთის ინიციატივით იქმნება უსაფრთხოების ბევრი რეგიონული ორგანიზაცია, მათ შორის _ აზიაში ურთიერთნდობის გამტკიცების ღონისძიებების, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების, აგრეთვე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის ოთხმხრივი მექანიზმის.

პეკინისა და მოსკოვის ინიციატივით, აგრეთვე, შეიქმნა ეკონომიკური ინსტიტუტები, მათ შორის, ჩინეთის მიერ მართული ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ორივე ქვეყნის ინიციატივით, 2001 წელს დაფუძნდა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია უსაფრთხოების საკითხებით, ხელს უწყობს სპეცსამსახურების ურთიერთთანამშრომლობას და წელიწადში ორჯერ ატარებს სამხედრო სწავლებას. 2017 წელს ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში სრულუფლებიან წევრებად შევიდნენ ინდოეთი და პაკისტანი. მასალის ავტორების აზრით, ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის გლობალური მმართველობის პარალელური ინსტიტუტების შექმნა.

წერილის ავტორების დასკვნით, ამერიკელი პოლიტიკოსები უნდა მოემზადონ გლობალური ჰეგემონიის დასრულების შემდგომი მსოფლიო დღის წესრიგისთვის. თუ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ ამერიკული სისტემის ბირთვის შესანარჩუნებლად, ამერიკის ხელისუფლება მიაღწევს იმას, რომ არ აღმოჩნდება ახალი საერთაშორისო წესრიგისთვის ბრძოლაში დამარცხებულთა შორის, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, წარმატების მისაღწევად, ვაშინგტონმა უნდა აღიაროს, რომ მსოფლიო უკვე აღარ არის ისეთი, როგორც იყო 1990-იანი წლებისა და XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ეპოქაში.

ერთპოლუსიან სისტემაში აშშის ძლევამოსილების დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება”, _ ასკვნიან Fორეიგნ Aფფაირსის ექსპერტები.

Russian.rf.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here