Home ახალი ამბები საქართველო Forbes – მა აღმაშენებლის გამზირი მსოფლიოს 12 საუკეთესო უბანს შორის დაასახელა

Forbes – მა აღმაშენებლის გამზირი მსოფლიოს 12 საუკეთესო უბანს შორის დაასახელა

3445
აღმაშენებლის გამზირი

Forbes-მა მსოფლიოში 12 საუკეთესო უბანი დაასახელა, მათ შორის კი აღმაშენებლის გამზირი მოხვდა. როგორც  ავტორიტეტული ეკონომიკური ბეჭდვითი გამოცემა წერს, ტურისტებისთვის ქალაქი თბილისი საკმაოდ მიმზიდველი ადგილია, ხოლო ქალაქის უბნებს შორის Forbes-მაპლეხანოვიგამოარჩია. საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირს რუსი რევოლუციონერის, გიორგი პლეხანოვის სახელი ერქვა.

Forbes-ის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირის მთავარი ხიბლი ძველი სტილის სახლებია, სადაც დღეს იქაურ მაცხოვრებლებს მოწყობილი აქვთ ულამაზესი თანამედროვე შესასვლელები. სტატიაში ასევე “ფაბრიკაც” მოხვდა, რომელიც ამ უბანში მდებარეობს. გამოცემა წერს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკერავი ფაბრიკა დღეს მრავალფუნქციურ კომპლექსად არის გადაკეთებული, სადაც ბარები, ჰოსტელი და კაფეა მოწყობილი.

რეიტინგის შედგენისას Forbes-მა მოგზაურობის ექსპერტების შეფასებებით იხელმძღვანელა.

რეიტინგში თბილისთან ერთად ბარსელონა, იოჰანესბურგი, პანამა სითი, ათენი, სეული, ვაშინგტონი, ჩიკაგო, კეიპთაუნი, ამსტერდამი, კართაგენი  და საიგონი მოხვდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here