Home სხვადასხვა Facebook ფრაზები გვარამია: ფიქტიურ ტენდერებში მთავარი ხელშემწყობი, ექსპერტიზის სამსახური უნდა დაისაჯოს

გვარამია: ფიქტიურ ტენდერებში მთავარი ხელშემწყობი, ექსპერტიზის სამსახური უნდა დაისაჯოს

992
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ  ნგრევის ფაქტს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“ფიქტიურ ტენდერებში და ფულის რეცხვაში მთავარი ხელშემწყობი, ექსპერტიზის სამსახური უნდა დაისაჯოს”, – წერს გავრამია.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად  14  ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლიოს კოდექსის  240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

შგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” აღდგენითი სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დასრულდა,ხოლო ექსპუატაციაში სექტემბრის თვეში შევიდა. მასიური რკინის კონსტრუქცია თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here