Home სხვადასხვა დაიჯესტი FETO-ს საქმე: თურქეთში 118 სამხედრო მოსამსახურე და ჟანდარმერიის თანამშრომელი დააპატიმრეს

FETO-ს საქმე: თურქეთში 118 სამხედრო მოსამსახურე და ჟანდარმერიის თანამშრომელი დააპატიმრეს

856
FETO-ს საქმე: თურქეთში 118 სამხედრო მოსამსახურე და ჟანდარმერიის თანამშრომელი დააპატიმრეს

თურქეთის პროკურატურამ 118 ადამიანის დაკავების ორდერები გასცა, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეების, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ისლამისტი მოძღვრის, ფეთჰულა გიულენის, “ტერორისტულ ქსელ” FETOსთან კავშირში. თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

2 ივნისს პოლიციელებმა რეიდი მოაწყვეს თურქეთის რამდენიმე პროვინციაში. პროკურატურის მონაცემებით, ჩატარდა 2 ოპერაცია. პირველის ჩარჩოებში დაპატიმრებულია 42 სამხედრო მოსამსახურე და ჟანდარმერიის თანამშრომელი, რომლებიც ადრე გამოვლენილი პირების ჩვენებებისა და სატელეფონო ზარების გაანალიზების შედეგად დააკავეს, მათ შორისაა 24 მოქმედი სამხედრო ოფიცერი. მეორე ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს სამხედრო-მოსამსახურეები, ჟანდარმერიის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები, სულ 76 ადამიანი. მათგან 74 მოქმედი სამხედრო პირი და ჟანდარმერიის თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15-დან 16 ივლისის ღამეს მოწყობილი პუტჩის შედეგად დაიღუპა 240 ადამიანი, დაიჭრა 2 ათასზე მეტი. წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო, რომელიც 2018 წელს გააუქმა. ამ ხნის განმავლობაში დააპატიმრეს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს თანამშრომლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თურქეთის ხელისუფლება “ტერორისტული ორგანიზაცია” FETO-ს ლიდერ ფეთჰულა გიულენს, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების “იდეურ მამად” მიიჩნევს და მის ექსტრადიციას მოითხოვს.

eadaily.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა ნემსაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here