Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში ბრეინშტორმი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გაამართლონ უკრაინაში ერთობლივი სამხედრო კონტინგენტის...

ევროპაში ბრეინშტორმი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გაამართლონ უკრაინაში ერთობლივი სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შეყვანა

159
ალექსეი ლეონკოვი
ალექსეი ლეონკოვი

სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი უკრაინაში “სამშვიდობოების” გაგზავნის შესახებ: ევროპა ხშირად კვეთს ადრე გადაუკვეთელ საზღვრებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის აღიარებამ, რომ ევროკავშირის ლიდერები სერიოზულად განიხილავენ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხს, სულაც არ გამაკვირვა. მაგრამ ეს პასაჟი საკმაოდ საინტერესოა. თუ ასეთი საუბრები მართლაც მიმდინარეობს რიგი ქვეყნების ლიდერებს შორის, მაშინ ისინი ზედმეტი საჯაროობის გარეშე უნდა წარიმართოს. ორბანი, გამოდის რომ, ღიად გასცემს თავის ევროპელ კოლეგებს. ასაჯაროებს მათ ყველა ფარულ ინტრიგებს. ის ამას აკეთებს იმისათვის, რომ გაემიჯნოს ევროპის რიგი ქვეყნების უკვე გახშირებულ ისტერიულ, აგრესიულ რიტორიკას. მას არ სურს, რომ უნგრეთი ჩაიძიროს იმ უკანონობაში, რაც ამჟამად ხდება უკრაინაში. უნგრეთის ლიდერმა მართებულად შენიშნა, რომ ერთი წლის წინ, ევროპის კულუარებში, თავდაპირველად, ჩურჩულებდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ლეტალური იარაღის გაგზავნა კიევში. როგორც ვხედავთ, ევროპული იარაღი მთელი ძალით ისვრის. დასკვნა თავისთავად ნათელია. თუ ასეთი დისკუსია დაწყებულია, მაშინ, დიდი ალბათობით, შეიძლება განხორციელდეს. ევროპა ხშირად კვეთს ადრე გადაუკვეთელ საზღვრებს. ამ მოლაპარაკებების გასაღები არის “გარკვეული სახის სამშვიდობო ჯარების” ფორმულირება.

ევროპელმა ლიდერებმა და მათმა ოკეანის მიღმელმა ბატონებმა კარგად იციან, რომ, უბრალოდ, არარეალური იქნება გაეროს ოფიციალური მანდატის მიღება უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით იგზავნება. სხვაგვარად არ ხდება. თუ ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში დადგება, რუსეთიც და ჩინეთიც დაუყოვნებლივ დაადებენ მას ვეტოს. კანონიერ მანდატს ვერავინ მიიღებს. აქედან გამომდინარე, ახლა ევროპაში, როგორც ჩანს, ბრეინშტორმი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გაამართლონ უკრაინაში ერთობლივი სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შეყვანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here