თუ დავაჯამებთ ყველა საშინელებას, რომლებითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა იძინებს და იღვიძებს; ეკონომიკური კრიზისის, რომელიც ძალუმად აკაკუნებს საერთო ევროპულ კარზე, და უკვე დაწყებული დეინდუსტრიალიზაციის (გერმანელ მრეწველებს, კონტინენტური სამრეწველო ბიზნესის კაპიტნებს, რომლებთან სწორებასაც ყველა ცდილობდა, წყნარად გადააქვთ თავიანთი სიმძლავრეები ატლანტის მეორე ნაპირზე), დენისა და გათბობის გათიშვის გარდა, ყველაფერი ფერმკრთალდება იმის წინაშე, რასაც პლებისციტი ჰქვია, _ წერს tj.sputniknews.ru.
პლებისციტი _ ეს არის, როცა პლებსი (plebs) წყვეტს (scitum) თავის ბედს.
პლებისციტსა და რეფერენდუმს შორის განსხვავება დეტალიზებულია კანონმდებლებისა და კონსტიტუციური სამართლის მცოდნეთა მიერ, მაგრამ არსი თითქმის ერთნაირია. ორივე შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, როგორ, რა პირობებში, როგორ ვითარებაში და ფასეულობების რომელ სისტემაში სურს ცხოვრება ხალხს.
ბრიუსელის ისტერიკა, ისევე, როგორც ნებისმიერი ისტერიკა, ყოველთვის ერთნაირად იწყება.
თავდაპირველად ერთნი გაჰყვირიან: “როგორ გაბედეთ!” (ეს მაშინ, როდესაც ბიუროკრატების ყურამდე მიაღწევს განცხადება დანიშნულ კენჭისყრაზე), შემდეგ გრძელდება წივილ-კივილი: “თქვენ რა, გაგიჟდით!” (ეს ხდება მაშინ, როდესაც ცხადდება იმ პლებსის ნების შედეგები, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო), მესამე სტადია კი არის მუქარები: “ჩვენ ავამოქმედებთ სანქციებს (გავლენის ინსტრუმენტებს), გაგიმწარებთ ცხოვრებას და ამა თუ იმ გზით გაიძულებთ, ინანოთ თქვენ მიერვე მიღებული გადაწყვეტილება”.
იტალიას საპარლამენტო არჩევნების წინ გაუგზავნეს “შავი ნიშანი” ბრიუსელიდან (გამგზავნი _ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი).
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებულ პლებისციტებზე ლაპარაკსაც კი აზრი არ აქვს (ეს, ბრიუსელ-ვაშინგტონ-დიდი შვიდეულის კოლექტიური აზრით, საერთოდ არ არის ხალხის ნების გამოხატვა, არც რეფერენდუმები).
ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როცა საფრანგეთში ჩატარდა რეფერენდუმი საერთოევროპული კონსტიტუციის (რომელიც, ფაქტობრივად, აუქმებდა ეროვნულ სუვერენიტეტებს. ასეთი რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, საფრანგეთში ნიადაგი მოსინჯეს, რადგან ევრობიუროკრატებს შედეგების ეშინოდათ) მოსაწონებლად. საერთოევროპულ კონსტიტუციას ფრანგებმა არაორაზროვანი “არა” უთხრეს. 69 პროცენტიანი გამოცხადების ფონზე საფრანგეთის მოქალაქეების 54,67 პროცენტმა “საერთოევროპული იურისდიქციის” პრინციპებს უარი უთხრა. ამის დანახვაზე ჩეხეთში, პოლონეთში, ირლანდიასა და დანიაში საერთოდ გააუქმეს რეფერენდუმები. შედეგად არაფერი მოხდა _ არანაირი ხალხის ნება. მაასტრიხტის შეთანხმების ამოქმედებიდან 12,5 წლის შემდეგ, რომელმაც განსაზღვრა ამჟამინდელი ევროკავშირის (იმ ევროკავშირის, რომელში შესვლისკენაც მიისწრაფვოდა და მიისწრაფვის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა) პოლიტიკური, იურიდიული და ფინანსური კონტურები, ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების მოქალაქეებმა ამ დებულებებს კარისკენ მიუთითეს (ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, როგორ ეშინოდათ იმხანად და ეშინიათ ახლაც).
ბრიუსელმა ეშმაკობას მიმართა, კონსტიტუციის სანაცვლოდ შეთითხნა რაღაც შეთანხმება და შეეცადა მის რატიფიკაციას არა რეფერენდუმებზე, არამედ ეროვნულ პარლამენტებში, მაგრამ ეს უკვე აღარ მოეწონათ ეროვნულ ელიტებს. არავინ მოისურვა ძალაუფლების გადაცემა ვიღაც ევრობიუროკრატებისთვის და შეთანხმების ვარიანტი კონსტიტუციის ნაცვლად, აგრეთვე, ჩაფლავდა.
ასე რომ, ევროკავშირი _ ეს არის ზენაციონალური სტრუქტურა, რომელიც თავს კი მიიჩნევს ზესახელმწიფოდ, მაგრამ ცხოვრობს არა ძირითადი კანონის, არამედ იურიდიული ცნებების მიხედვით, რომლებიც ჩაწერილია სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ და გასაგებ დოკუმენტში, მაგალითად, ისეთში, როგორიც შემოგვაჩეჩეს ჩვენ, ქართველებს, ათასგვერდიანი ასოცირების შეთანხმების სახით.
პოლიტოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირმა, შექმნილმა (ყოველ შემთხვევაში ფორმალურად ასე იყო გაცხადებული) ერთმანეთთან მოხერხებულად და სასარგებლოდ სავაჭროდ; კონტინენტზე ძალდაუტანებლად გადასაადგილებლად; განათლების მისაღებად იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიდი; საქონლისა და მომსახურების შესაძენად იქ, სადაც იაფია; მუშაობის დასაწყებად იქ, სადაც მაღალი ანაზღაურებაა; ბიზნესის განსავითარებლად იქ, სადაც ნაკლები ფორმალობაა საჭირო, სულ რაღაც, 12 წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში (თუ ავითვლით მაასტრიხტის შეთანხმების ამოქმედების მომენტიდან, მაშინ ეს არის 1993-დან 2005 წლამდე, როცა ხალხმა ამ ისტორიას რეფერენდუმებზე “არა” უთხრა) ხალხის თვალში საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია განიცადა.
ევროპის დაისი სრულიად მსოფლიოს ემუქრება. დიახ, კარგად ცხოვრობდნენ დიდი ევროპული კორპორაციები, უწინარესად, გერმანულები; შესანიშნავად მიდიოდა საქმეები საერთოევროპული ბიუროკრატიისა, რომელიც იზრდებოდა და წონას იმატებდა ახალ-ახალი წესების, კანონებისა და რეგლამენტების მოგონებით, რა თქმა უნდა, ევროპელთა ინტერესებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ამ ყველაფერს ისე გაურბოდნენ, როგორც ეშმაკი _ საკმეველს.
2005 წელს მძლავრი და კოლექტიური ევროპული Plebs–ისგან მიღებული ალიყურის შემდეგ ბიუროკრატიულმა ბრიუსელმა ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც თავიანთ საარჩევნო პროგრამებში მიუთითებდნენ, რომ მზად არიან, ჩაატარონ რეფერენდუმები ქვეყნისა და ხალხის ბედის განსაზღვრის თაობაზე, “ფაშისტი” და “დემოკრატიის მტერი” უწოდა.
ასე რომ, დემოკრატიის ბრიუსელური გაგებით, ხალხის მტრები არიან ფრანგი მარინ ლე პენი და იტალიელი მატეო სალვინი. იმიტომ, რომ, ორივე პარტიული ლიდერის აზრით, ამომრჩეველთა პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იყო არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ და უსასრულოდ მიღება, ან რომ შეუძლებელია, არ დაინტერესდე მათი აზრით, ვინც უნდა ატაროს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ძირითადი ტვირთი.
ამერიკის გეგმა მოქმედებს. ევროპა ინგრევა.
ევროპული დემოკრატია, ანუ ევროპის ხალხების ძალაუფლება არავის მიერ არჩეული სხვადასხვა რანგის ბიუროკრატების ტოტალური ძალაუფლებაა და სხვა არაფერი. ისინი ძალიან ხშირად თანამდებობებს იღებენ წევრი–ქვეყნების ლიდერების კულუარული მოლაპარაკებებისა და გარიგებების შედეგად. ისინი არასოდეს აურჩევიათ და არც კი იციან, როგორია ხალხის ნება თუნდაც თავიანთი თავის მიმართ, ლაპარაკი აღარ არის ქვეყნებსა და რეგიონებზე.
მათთვის პლებისციტი არის განკითხვის დღის დაწყების მაუწყებელი განგაშის ზარი, როცა უნდა განიხილონ არა ლოზუნგები ან მუქარები, ხელმოუწერელი კონტრაქტები, არამედ რეალური საქციელები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება ან გააუმჯობესეს და აქციეს უსაფრთხოდ, ან გააუარესეს და საფრთხე შეუქმნეს.
სხვათა შორის, ფონ დერ ლაიენმა არც ისე დიდი ხნის წინათ იტალიასა და იტალიელებს საჯაროდ მოუბოდიშა იმის გამო, რომ ევროკომისიამ მისი ხელმძღვანელობით პრაქტიკულად არაფერი გააკეთა იტალიის პროვინცია ლომბარდიის მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც კოვიდისგან იხრჩობოდნენ და რომლებიც ბოლოს რუსმა სამხედრო ექიმებმა გადაარჩინეს. ექიმების დესანტი, სანქციების მიუხედავად, იტალიაში მოსკოვმა გაგზავნა.
ეს არის შტრიხი ნებისა და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებაზე როგორც პოლიტიკოსების, ისე ხალხის მხრიდან.
გიორგი გაჩეჩილაძე