Home ახალი ამბები მსოფლიო ესპანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სსრკ-ის დროშები გამოფინეს

ესპანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სსრკ-ის დროშები გამოფინეს

საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკის" გულშემატკივრებმა "ატლეტიკოსთან" შეხვედრის დროს ტრიბუნაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა გამოფინეს

143
ესპანელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ჩამოკიდეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სსრკ-ის დროშები

ბილბაოს “ატლეტიკის” გულშემატკივრებმა მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ საშინაო მატჩის დროს ტრიბუნაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სსრკ-ის დროშები აიტანეს. შეხვედრა 15 ოქტომბერს სტადიონ “სან მამესზე” გაიმართა და მადრიდელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

ბილბაოს გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის დროშები და გამარჯვების დროშა იყო.

ბასკმა გულშემატკივრებმა ეს ტილოები ადრეც გამოიყენეს. ეს მოხდა 2014 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „ატლეტიკსა“ და უკრაინულ „შახტარს“ შორის. მაშინ ტრიბუნაზე ასევე ეკიდა ბანერი „ადექი, დონბას!“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here