Home ახალი ამბები მსოფლიო “ეს მხოლოდ დასაწყისია”

“ეს მხოლოდ დასაწყისია”

ევროპაში ქარხნები გაჩერდა

370

ევროკავშირი ყველანაირად ცდილობდა ენერგოდამოკიდებულების შემცირებას, სანამ უცებ არ გაირკვა, რომ მრეწველობას კრიტიკულად არ ჰყოფნის იაფი რუსული ენერგომატარებლები. ფასებმა მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ენერგომატარებლების მიწოდება, როგორც ეს უკვე რამდენიმეჯერ გააკეთა მოსკოვმა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს. ქარხნები ერთიმეორის მიყოლებით ჩერდება.

წლის დასაწყისიდან ევროკავშირში ენერგორესურსები 50%-ით გაძვირდა. ინფლაცია მატულობს _  მაისში ევროკავშირის 19 ქვეყანაში აღინიშნა ინფლაციის სარეკორდო მაჩვენებელი _ 8,1%. უწინარესად, ენერგომატარებლების (39,2%) პროდუქტების, ალკოჰოლის, თამბაქოს ნაწარმისა და სამრეწველო საქონლის ხარჯზე; ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში უფრო მეტია _ 20,1%, 18,5%, 16,4%; საფრანგეთში _ 8,7%.

ეს მაჩვენებლები  მოსკოვისთვის დაწესებული სანქციებისპირდაპირი შედეგია. ივნისში ბრიუსელმა  შავი ოქროს მილსადენით იმპორტს ემბარგო დაუწესა, მაგრამ ნახშირწყალბადის საერთოდ აკრძალვა ვერ გაბედა. ნავთობის მიწოდება ზღვით ხორციელდება, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაჯდა. ამის გამო იზარალეს მომხმარებლებმა და მრეწველობამ.

ევროპელები “სათბობის სიღარიბეში” ჩაიძირნენ. დამკვირვებლები ამბობენ: ევროკავშირის ეკონომიკა კატასტროფასთან ახლოსაა, თანაც სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაციური ცუნამი მხოლოდ ახლა იწყება.

ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე ბუნებრივი აირის გაძვირებამ მტკივნეულად დაარტყა ევროპის ქიმიურ მრეწველობას. ნორვეგიულმა კომპანია Yara International ASA -ით შეამცირა მინერალური სასუქების გამოშვება. ბრიტანულმა CF Industries -მა ორი ქარხანა დახურა, გააჩერა სიმძლავრეები გერმანულმა BASF SF -მაც. ახლა, როგორ The Wall Street Journal -ი წერს, მათ ბევრი მიბაძავს, რადგან ხელი აღარ მიუწვდებათ იაფ რუსულ ნავთობზე, და ყველა გაჩერდება, თუკი მოსკოვი ბუნებრივი აირის  მიწოდებას შეწყვეტს.

“გაზპრომმა” უკვე შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს, რადგან უარი თქვეს საფასურის რუბლებში გადახდაზე. არადა, ბუნებრივი აირის მსოფლიო იმპორტში რუსეთის წილი 40%-ია. 15 ივნისს იტალიურმა კომპანია Eni-მ განაცხადა, რომ “გაზპრომისგან” მიიღო უწყება ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

დიდ ბრიტანეთში დაიხურა აზოტის სასუქის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი საწარმო. ამან კი შეიძლება დაარღვიოს სურსათის მიწოდების ჯაჭვი.

ევროპაში ბუნებრივი აირის ნორმირებისთვის ემზადებიან, შიშობენ, რომ “პუტინი მილს გადაკეტავს”. მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადით” ბუნებრივი აირის მიწოდებას ამცირებს, 1 კუბ.მ ცისფერი აირის ფასმა 1200 ევროს გადააჭარბა.

ექსპერტების ვარაუდით, ენერგომატარებლების გაძვირება ჩამოშლის ევროკავშირის მრეწველობას და შეაჩერებს ეკონომიკის ზრდას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here