Home ახალი ამბები ანალიტიკოსი: ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, მომსახურეობის საკომისიოს არ გააძვირებს

ანალიტიკოსი: ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, მომსახურეობის საკომისიოს არ გააძვირებს

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად დარეგისტრირება, სავალდებულოა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “საქართველო და მსოფლიო” არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ანალიტიკოსს ანი ალიბეგაშვილს ესაუბრა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ეხება ნებისმიერ თანხის მიმღებ ობიექტს, რომელსაც დასჭირდება, პროვაიდერად შეიკრას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია იმისთვის, რომ აწარმოოს ფულადი გზავნილების მიღება.
რეალურად  ეს მოემსხურება იმას, რომ მონაცემთა ბაზა იქნება აღრიცხული და უფრო გამყარებული, თუ რა ნაკადის თანხები შემოედინება ქვეყანაში. ყალბი ფულის მიმოქცევიდან ამოღების მიმართულებით, ასევე ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, რაზეც ხდება აქტიური მონიტორინგი“- განაცხადა ანალიტიკოსმა.
ორგანიზაციაში ასევე ფიქრობენ, რომ ბაზარზე ახალი რეგულაცია, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამჭვირვალობას და ხლმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მომსახურეობის საკომისიოს არ გააძვირებს.
მომსახურება, რომელიც ფულად გზავნილებს ეხება აქვს თავისი სტანდარტული საკომისიო, და ნებისმიერი გზავნილის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი ჯერ ვალდებულია მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული საკომისიოების  შესახებ ინფორმირებული იყოს“, – აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად აღარ ითვლება. 
 “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.
ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას”, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here