Home ახალი ამბები მსოფლიო რაზე შეთანხმდნენ ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართულ შეხვედრაზე

რაზე შეთანხმდნენ ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართულ შეხვედრაზე

143

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრაზე რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ლიდერების მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგად მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს, თუმცა გაზის მიწოდების საკითხზე იქ საუბარი არაა.

ნოვაკის ამბობს, რომ ეტაპობრივად გადადიან ეროვნულ ვალუტაში გადახდაზე — “მომარაგების ნაწილი გადახდილი იქნება რუსულ რუბლში”.

“ეს მართლაც ახალი ეტაპია, ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი ფულადი და ფინანსური ურთიერთობების განვითარებისთვის”.

გარდა ამისა, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სამშენებლო ინდუსტრიებში.

როგორც Reuter წერს პუტინმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს “სტამბულის შეთანხმების სრული განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის, სასუქისა და მათი წარმოებისთვის ნედლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ჩათვლით”.

მათ ასევე დაადასტურეს გადაწყვეტილება, იმოქმედონ “კოორდინირებულად და ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

https://on.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here