Home ახალი ამბები მსოფლიო ექსპერტი: უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღიდან ნატოს ჯარისკაცები ისვრიან

ექსპერტი: უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღიდან ნატოს ჯარისკაცები ისვრიან

97

აშშის მიერ უკრაინისთვის გადაცემული HIMARSის ზალპური ცეცხლის რეაქციულ სისტემებს ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები მართავენ, _ განაცხადა თადარიგის პირველი რანგის კაპიტანმა ვლადიმერ ერანოსიანმა. ამის შესახებ წერსრია ნოვოსტი”.

ერანოსიანმა უარყო კიევის დასავლელი მოკავშირეების მტკიცება, რომ ისინი იარაღის გამოყენებას ასწავლიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მებრძოლებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ 6 რაკეტის გამშვები მოწყობილობა  HIMARS-ის მომსახურებით დაკავებულნი არიან ამერიკელები და ინგლისელები”, _ განაცხადა ერანოსიანმა. მისი თქმით, უკრაინელები HIMARS-ებითა და მათი მომსახურე დასავლელი სამხედროების დაცვით არიან დაკავებულნი და თითოეულ HIMARS-ზე უკრაინელთა ერთი ბატალიონი მოდის. “პერიმეტრს უკრაინელები იცავენ, მაგრამ ისვრიან ამერიკელები. ჩემი აზრით, ისინი საზღვაო ქვეითები არიან, რომლებმაც დიდი გამოცდილება შეიძინეს ერაყში”, _ აღნიშნა სპეციალისტმა.

აშშ-მა უკრაინას HIMARS-ის 8 მობილური მოწყობილობა გადასცა, თუმცა რუსმა სამხედროებმა მათგან 2 უკვე გაანადგურეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატოს ქვეყნები, როცა უკრაინას იარაღით ამარაგებენ, “ცეცხლს ეთამაშებიან”.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220715/himars-1802585589.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here