Home ახალი ამბები ექსპერტი: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ინსპექტირების შედეგად დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხარჯთაღრიცხვის...

ექსპერტი: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ინსპექტირების შედეგად დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხარჯთაღრიცხვის პირობებს არ შეესაბამება

1129

კომპანია „რეალექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორის, მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, მეტროსადგურ  „ვარკეთილის“ ინსპექტირების შედეგად დგინდება, რომ  შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ხარჯთაღრიცხვის პირობებს არ  შეესაბამება. 

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, კომპანია „რეალექსპერტს“ დამკვეთმა,  „ყვარელ რემ მშენმა“ მიმართა.

 „რეალექსპერტი“ ორი მიმართულებით მუშაობს – სასამართლო ექსპერტიზისა და ინსპექტირების მიმართულებით, ესაა აკრედიტებული (ISO) სერტიფიკატით და გათანაბრებულია სამხარაულთან, იგივე უფლებებით სარგებლობს. „რეალექსპერტს“ მომართა დამკვეთმა „ყვარელ რემ მშენმა“ და ჩატარდა არა ექსპერტიზა, არამედ ინსპექტირება. ინსპექტირების ანგარიში სამ ეტაპად განხორციელდა. თანხა სამივე ეტაპზე ნაკლები იყო, მერე საბოლოო გაკეთდა სხვა საექსპერტო დაწესებულებაში. იქ ნაკლები იყო თუ არა, არ ვიცით, რადგან შეიძლება მერე შეასრულა რაღაც მოცულობები. ჩვენ დავუფიქსირეთ ნაკლებობა, ანუ რაც უნდა გაკეთებულიყო, იმაზე ნაკლები იყო შესრულებული“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილის განმარტებით, ინსპექტირების შედეგად დგინდება არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი, არამედ მხოლოდ ვიზუალურად, მოცულობა მოწმდება.

რეაბილიტირებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” 30 იანვარს შეკიდული  ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here