მთავარი Facebook ფრაზები “ემიგრაციაში წასულ დედას პატიმრობა ელის – მიზეზი საკუთარი ქალიშვილი და მისი ბოიფრენდი...

“ემიგრაციაში წასულ დედას პატიმრობა ელის – მიზეზი საკუთარი ქალიშვილი და მისი ბოიფრენდი არიან”

29747
გააზიარეთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყოფილი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

შვილთან გაუცხოვებული, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის – ამ სათაურით, ხუროშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემიგრაციაში წასული ქართველი ქალის ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც პატიმრობა ელის. მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი ქალიშვილი და მისი ამერიკელი ბოიფრენდი (მეგობარი ბიჭი) არიან.

“შვილთან გაუცხოვებული, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის!

X ადამიანი (პირობითად) უკვე 10 წელია ამერიკაში იმყოფება. 1 წელია რაც მან შვილი ჩამოიყვანა. ეს გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. დეიდასთან გაზრდილი გოგონა დედის მიმართ პრეტენზიული აღმოჩნდა, დედა კი შვილისაგან გაუცხოვებული.

დედა ქართველია- ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მზრუნველი, მშრომელი, მორწმუნე, შვილითვის თავდადებული. მისი 10 წლიანი მძიმე ამერიკული ცხოვრების შედეგია ის, რომ შვილს არჩენდა და “საბუთები” გაიკეთეს.

შვილი კი ზედმეტად გათამამებული და თინეიჯერულ “სიფსიხეში” დაკარგული ახალგაზრდაა.

2 კვირიანი “პადრაბოტკის” შემდეგ დედა ბრუნდება “დეი ოფ” ზე და აბაზანაში ხვდება “გაამერიკელებული”, ერთ ქართულ სოფელში გაზრდილი შვილი ბოიფრენდთან ერთად.

იქ რაც მოხდა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველლაფერი,  შოკირებული ქართველი დედა…

ამერიკელი ბოიფრენდი რეკავს პოლიციაში, მოდის პოლიცია. შვილი და BF – თან ერთად აძლევენ ჩვენებას იმაზე მეტს ვიდრე იყო, ამატებენ იმასაც რომ დედა მუდმივად ძალადობს შვილზე, კეტავს სახლში…….ეს ბოიფრენდის რჩევაა. უფრო მეტად დასჯიანო…

მოკლედ ამ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ ვიხილავ, მივხედავთ! ძალიან შემაწუხა მორალურმა მხარემ და გიზიარებთ ამ ამბავს.

კითხვა ასეთია, რა სჯობია, იცხოვრო გაჭირვებაში იქ სადაც ხარ, იმ წესებით რასაც აღიარებ და შვილი გაზარდო შენ თვითონ ისე როგორც გინდა თუ “ფუფუნებაში” შვილი დაკარგო და გაუცხოვდე მისგან და მისგან დაფასებული ციხეში აღმოჩნდე?!

P.S. ვისაც ეს არ გეხებათ მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ დაიგესლებით, ემიგრაციაში წასვლადე გაითვალისწინეთ ინტერესთა კონფლიქტი და რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის”, – წერს ხუროშვილი.

გააზიარეთ

18 COMMENTS

  1. დედის გვერდში უნდა გაიზარდოს.და.ჩამოყალიბდეს შვილი გოგო იქნება თუ ვაჟი . დედას ვერავინ შეცვლის მესმის დედას უნდა არ ეკლდეს.შვილს.არაფერი მარა დიდ შეცდომას ჩადიან იზრდებიან ისეთები როგორსაც ვხედავთ ჯობია ეკლდეთ ჩაცმა საუკეთესო ყველაფერი და გაიხარდნონ დედის კალთის ქვეშ . დაზარდეთ და მერე.წადით და დაეხმარეთ დედებო

  2. რა სუასია ემიგრანტი დედის სვილობა ? ტბილისსი არ იკო ? დიდებულ ოჯახსი მსობლების გვერდიტ აგზრდილმა და ზმამ დედა და მამა რო დახოცეს და სახლსი ტახტსი რომ ჰამარხეს და ტუნდაც სულ ახლახანს გახმაურებული 2 მოზარდის მკვლელობა. რა ის მკვლელი ბავსვები მსობლების გვერდიტ არ იზრდებოდნენ? ასე რომ ჰემო ზვირფასებო ნუ ეწევიტ დემაგოგიას ნუ უმზიმებტ ისედაც დამზიმებულ გულებს ემიგრანტებს მატ ტავიანტი გასაჰირიც კოფნიტ . არავინ არ არ იცის ვინ რა გაჰირვებამ მოსწკვიტა ტავის ფესვებს.

  3. თუ არა საქარტველოში გაზრდილი ედის გვერდით ხომ ბრწყინავს თავისი კულტურით და განათლებიტ მოიკიტხეტ ამმკვლელებს დღეს რომ სასამარტლოზე იკრიჭებოდნენ ყავდატ ტუ არა გვერდიტ დედები და რატომ გაზარდეს მკვლელებად მაშინ როცა დათოს დედა ემიგრაციაში იყო და მასმამაზრდიდა რასუწუნებდიტ იმ ბიჭს მეგობრისტვია არ გაწირა სიცოცხლე არ იყო სანიმუშო ასე რომ დაუმახინჯეტ საქარტველოს ახალგაზრდობას სახე დედიანსაც და უდედოსაც ეს იცის იმ რეფორმებმა რომელსაც გაუაზრებელი შედეგი მოაქვს

  4. მორალის კითხვა ადვილია.
    ნინო: და რით გაზარდონ?არც ჭამა უნდათ,არც ჩაცმა,არც წამალი დაჭირდებათ არასოდეს?
    ძაან მოუხშირეს ემიგრანტების დამოძღვრას.იმას კი არავინ კითხულობა დედა ამ ნაბიჯს რატომ დგამს.
    სამუშაო ადგილები შექმენით,არსებობისთბის საჭირო ხელფასები გაეცით და არავის მოუვა აზრად შვილების მიტოვება.
    ზემოთ აღწერილ ეპიზოდში კი დედის ემიგრანტობა არაფერ შუაშია.სავსეა თბილისი და სხვა ქალაქები,სადაც ქალიშვილებს დედები სახლში ყავთ და თავად პროსტიტუციას ეწევიან.რა არ გაგიგიათ?

  5. მე კი ვიტყვი იმას რომ ასეთი ურთიერთობა დედებსა და შვილებს შორის დრომ მოიტანა. საქართველოშიც ბევრ დედა-შვილს აქვს მასეთი ურთიერთობა, როგორც ამ წერილშია აღწერილი

  6. ხურიშვილო, მიპასუხე რა ჯობია, შიმშილი, სიცივე და ყველაფრის უქინლობა, ვალები და ნერვების ხეთქვა, მუდმივი კონფლიქტი ოჯახში, ნერვებდაწყვეტილ წევრებს შორის, თუ ამ ყველაფრის მოგვარება?! რა ჯობს, უწამლოდ და უექიმოდ, დედებს რომ შვილები ეხოცებათ და ენიგრანტმა დედების, უამრავი ასეთი ოჯახი რომ გადაარჩინეს, საქართველოში, თქვენ სად იყავით, ან სად ხართ მანდ დარჩენილები, თურმე, ყველას, ჩვენ ზე ძალიან რომ გყცარებიათ, შვილები?! ვის დაეხმარეთ, ვინ გამოგლიჯეთ, სიკვდილს, ხელი დან?! ან რა გაგიკვირდათ, ბოიფრენდები, საქართველოში არ ყავთ, გოგონებს? არ აგიჟებენ, მშობლებს, უწესო საქციელით?! არ არის, მანდ, გაუცხოება, დედა-შვილებს შორის, თუ “ჩემი დედას….საზარელი გინებაც არ გაგიგით, მანდ დარჩენილი დედების მიერ, “აღზრდილი” შვილებისგან?! ყველამ, თქვენს ოჯახებს მიხედეთ, აგერ, მკვლელი ბავშვები გყავთ, გვერდით, საქართველოში მყოფი დედების შვილები, მიხედეთ მანდაურ გაუსაძლის და აგრესიულ ყოფას. ჩვენ კი, თვითონ მივხედავთ, ჩვენს შვილებსაც და თავსაც, ვითომ ძალიან რომ გებრალებით, სინამდვილეში კი, სიძულვილის მეტი, არაფერი მიგვიღია, თქვენგან. და კიდევ, სანთელთან ლოცვები, არ დაგავიწყდეთ

  7. ემიგრანტი დედები რომ ამბობენ აქ, გაჭირვების გამო ვართ ემიგრაციაშიო და მეორე წუთში რო წერენ არაფერს ვაკლებ ჩემ შვილს ბოლო აიფონის ჩათვლითო – მე ვთვლი რომ გაჭირვების კი არა, კარგი ცხოვრებისთვის არიან იქ… კარგი შვილები ასე არ იზრდებიან, აღზრდას ცოდნა და ყოველდღიური შრომა უნდა…

  8. ყოველი დანაშაული ინდივიდუალურია და გამომდინარე აქედან არც ფსიქოლოგიური მხარეა გამონაკლისი.
    ბავშვი როგორ და რა პირობებში უნდა აღიზარდოს ეშლება ვინმეს? არა მგონია!
    ანუ პრობლემის არსი სათავეში ეძებეთ! იქ სადაც დარმავოი ფულს ღუნავენ ჭკუის კოლოფები! იმათტან ვინც ქვეყანა გადააყოლა პირად კეთილდღეობას!

  9. რასაკვირველია სამწუხარო ისტორიაა,მაგრამ,უჯიშპ რომ გამოვა შვილი ბუნებით,ვერ გამოასწორებ,თან რომ გადაჰყვე.საქართველოში,თავის კალთის ქვეშ გაზრდილი შვილიც იმეტებს დედას მოსაკლავადჩდა დასარტყმელად.

  10. რასაკვირველია სამწუხარო ისტორიაა,მაგრამ,უჯიშო რომ გამოვა შვილი ბუნებით,ვერ გამოასწორებ,თან რომ გადაჰყვე.საქართველოში,თავის კალთის ქვეშ გაზრდილი შვილიც იმეტებს დედას მოსაკლავადჩდა დასარტყმელად.

  11. იცით რა!! ვერ გაიგებ, შვილი რაც არ უნდა შენ ჭკუაზე გაზარდო, ახლა ისეთ რამეს სწავლობენ სახელმწიფოდან მაინც ისეთები გამოვლენ როგორსაც მასობრივად ხედავენ და ესმით. ადვილია თქმა უხეში, უზრდელი და ბოროტი დედის გვერდითაც გამოვა და დედის გარეშეც. ახალგაზრდის ჩამოყალიბება ხდება საზოგადოებაში, დედას და მშობლებს რას ეუბნებიან ხელისუფალნი!!! არ დაარღვიო მისი უფლებები და გაუშვი მის ჭკუაზეო!1 თუ არა პასუხს მოგთხოვენ და აქაც დაგაპატიმრებენ. ხმას ვერ ამოიღებ ჩემი უფლებები ირღვევაო შეგეკამათება და შეიძლება ნიჩაფიც ჩაგჩრას პირში შვილმა. ამერიკას და ქონებას ტყუილად ნუ აბრალით ყველაფერს.

  12. ეს რა მესმის , ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა..ეს არაკაცი სად მოძებნა და ეს როგორ იკადრა საკუთარმა შვილმა და ისიც გოგომ. ვისაც არ უნდა გაეზარდა ასეთი არაადამიანი როგორ გაიზარდა. სირცხვილი მას. ეს ყველაფერი რაც ხდება ქართველი ქალის კი არა და ცვენი დასაწვავი დუხწირი და გაუბედურებული ცხოვრების ბრალია..შესანისნავი ზველი და ახალი მთავრობის და საქართველოს ბრალი.გააუბედურეს ოჯახები მათმა არაკაცობამ

  13. :მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს ,თუ ბუნებამც არ უშველა: რა დედის გვერდით გაზრდილი შვილები არ გინახავთ თავზე ხელაღებულები? მესმის ,რიმ არ უნდა გაათამამო და ზედმეტი ყველაფერი ზედმეტია .მაგრამ ემიგრანტობას ნუ დააბრალებთ ყველაფერს ცუდს.

  14. ხუროშვილისნაირი ნაციონალები რატომ
    თავისდროზე არ ფიქრობდნენ საქართველო
    ფეხზე დაეყენებინათ და სამუშაო ადგილები
    შეექმნათ რათა მასიურად არ წასულიყო ხალხი ემიგრაციაში,საქართველო გაატყავეს
    მილიონერები გახდნრნ და აი შედეგი,ცოდვა
    თქვენს კისერზეა მოქ.ნაც.ქოცებო ერთად
    ამოწყდით და თქვენს შვილებს არ მოხმარდეს ჩვენგან წაგლეჯილი ფულები.

  15. marto gazrda ras uhvelis tu bunebamc ar uhvelao ar gagigiat? eseti erteuli da ateuli hemtxvevevbi dedis gverdit gazrdil hvilebzec msmenia bevri asero emigrantebis kbenas tavi daanebet arcerti emigranti sakutari siamovnebistvis ar wasula ucxo miwaze, n dges ra dgehia sakartvelo da neta hven roar wavsulikavit dges ra mdgomareobahi ikneboda sakartvelo gifikriat amaze? tu tkven upro gtkivat hveni mitovebuli hvilebi? yvelam tavis b…. mamidas mixedos ai mahin gvehveleba…..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here