Home ახალი ამბები მსოფლიო Economic Times: რუსეთისა და ინდოეთის მეცნიერებმა შექმნეს კიბოს საწინააღმდეგო ნანონაწილაკები

Economic Times: რუსეთისა და ინდოეთის მეცნიერებმა შექმნეს კიბოს საწინააღმდეგო ნანონაწილაკები

928
მეცნიერები

ნანონაწილაკები ვარსკვლავების ფორმისაა, მათ შეუძლიათ კიბოს უჯრედების მოსპობა. მათი დახმარებით შეიძლება ადრეულ სტადიაზე კიბოთი დაავადების დადგენა. ამ აღმოჩენაზე ისაუბრეს ეროვნული კვლევითი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და სახალის სახელობის ინდოეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა. “კვლევის მიზანი იყო ნანოსტრუქტურის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა მედიცინაში”, _ განაცხადა ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა დულალ სენაპათიმ.

ნანოვარსკვლავები ფოტოთერმულ თერაპიაში ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც გამოსხივებას გამოიყენებს მრავალი დაავადების მოსარჩენად. მათ შორისაა კიბოც. სამკურნალო პროცედურის დროს ნანონაწილაკებს ნერგავენ სიმსივნეებში. ეს ნაწილაკები ლაზერის სინათლეზე გამოჰყოფენ სითბოს, რომელიც დაშლის კიბოს უჯრედების მემბრანას და საბოლოო ჯამში სპობს მათ ისე, რომ არ ვნებს ჯანსაღ უჯრედებს.

სენაპათიმ თქვა, რომ ვარსკვლავები, რომელთაც პლაზმური ნანონაწილაკები დაარქვეს, ენერგიულად ანაწილებენ სინათლეს და იოლად ამოსაცნობია მუქმელნიანი განათების გამოყენების შემთხვევაში. ოქროს ნანონაწილაკები სინთეზირდება ვიტამინ ჩ-თი გაჯერებულ წყლის ნაზავში, რის გამოც ისინი იაფი და არატოქსიკური ხდება. წინასწარი შეფასებით, 100 მიკროლიტრი დაახლოებით ორმოცდაათი რუბლი ეღირება, ასკვნის Economic Times.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here