Home ახალი ამბები მსოფლიო EADAILY: კოსოვოში დღემდე გაუხსნელია ადამიანების დაკარგვის 1500 შემთხვევა

EADAILY: კოსოვოში დღემდე გაუხსნელია ადამიანების დაკარგვის 1500 შემთხვევა

1060
კოსოვო

კოსოვოსა და მეტოხიაში უგზოუკვლოდ დაკარგული სერბების ოჯახების ასოციაციის თავმჯდომარემ მილორად ტრიფუნოვიჩმა სწორედ ამ აღმაშფოთებელ უმოქმედობას მიაქცია საზოგადოებრიობის ყურადღება. როგორც ჩანს, ბოლო 9 თვეში მხოლოდ ერთი შემთხვევაა გახსნილი, წელიწადნახევრის განმავლობაში კი _ სამად სამი.

“ჩვენ ჩიხში ვართ. ძალისხმევას არ ვიშურებთ არც ჩვენ, არც ალბანელები. სამი წლის წინათ დავაარსეთ საერთო მულტინაციონალური კანცელარია, რადგან ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად ერთნაირია”, _ განაცხადა ტრიფუნოვიჩმა ტელევიზიით გამოსვლისას.

იგი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში არსებითი დახმარება შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც 1999 წელს შევიდნენ კოსოვოში, მაგრამ აქტიურობა მათი მხრიდან არ ჩანს. ამასთანავე, აუცილებელი იქნება პოლიციის, კომუნალური სამსახურებისა და სერბიის არმიის არქივების გახსნა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბელგრადის კომისიამ მოგვაწოდა და რომელიც კომპეტენტურ ორგანოებს გადავეცით, მაგრამ არ ვიცით, გადასცა თუ არა გაერომ თავისი მონაცემები და არქივები ნატოს. არ არის ინფორმაცია კოსოვოს გათავისუფლების არმიის არქივებიდან. იქ დევს ჩვენი პრობლემის გადაწყვეტის გასაღები”, _ ხაზგასმით აღნიშნა ტრიფუნოვიჩმა. მისი აზრით, ბოლო დროს საქმეების გახსნისადმი ინტერესი თანდათან კლებულობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here