Home სხვადასხვა დაიჯესტი ბავშვებს შორის ძალადობამ დიდი ბრიტანეთი “ველურ დასავლეთად” აქცია

ბავშვებს შორის ძალადობამ დიდი ბრიტანეთი “ველურ დასავლეთად” აქცია

760
ბავშვებს შორის ძალადობა

ეს განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეკი სეიბარმა, _ იუწყება The Times. თავდასხმებში ცივიარაღიანი ცხრა წლის ბავშვებიც კი მონაწილეობენ.

მისი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში იანვრიდან ივნისამდე სერიოზულად დაშავდა 10-დან 15 წლამდე 69 ათასი ბავშვი, ანუ შარშანდელზე ოთხი ათასით მეტი. სეიბარის დაკვირვებით, ასეთ დანაშაულს უმეტესად დღისით-მზისით საზოგადოებრივ ადგილებში სჩადიან. ლაპარაკია მკვლელობისა და თავდასხმის “მუდმივ ნაკადზე” ცივი იარაღის გამოყენებით, რომლის შედეგებსაც ბავშვები “იგნორირებენ”.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ასეთი თავაწყვეტილობა პოლიციაში მუშაობის 26 წლის განმავლობაში არ შეუნიშნავს. ბოლო მონაცემებით, ბავშვების მკვლელობის რაოდენობამ 14 პროცენტით მოიმატა, ბოლო 12 თვეში კი მდგომარეობა გაუარესდა.

“არ მიკვირს, როცა ვხედავ თავდასხმაში მონაწილე 12 წლის ბავშვს. 9 და 10 წლის ბავშვების მონაწილეობაც უცხო ხილი არ არის”, _ განაცხადა სეიბარმა.

“ეს პრობლემა არ გაქრება. იგი კრიზისს ჰგავს”, _ ასკვნის პოლიციის უფროსი დარემ მაიკი, რომლის სიტყვებს იმოწმებს The Times.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here