Home ახალი ამბები მსოფლიო დონბასში მიმდინარე მოვლენებზე დასავლეთში თვალსაზრისს იცვლიან

დონბასში მიმდინარე მოვლენებზე დასავლეთში თვალსაზრისს იცვლიან

124

დონბასის იმ ტერიტორიაზე მცხოვრებნი, რომელსაც კიევი აკონტროლებს, რუსულ სამყაროს ელოდებიან, მათში გაიღვიძა საპროტესტო სულისკვეთებამ. ამაში დარწმუნდნენ ფრანგი ჟურნალისტები, რომლებიც კრამატორსკის მცხოვრებლებს ესაუბრნენ. მოქალაქეები რუსეთის არმიას უკრაინელი სამხედროების დისლოკაციის ადგილების შესახებ ცნობებს აწვდიდნენ, ეს რუსებს ზუსტი წერტილოვანი დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევდათ, _ წერს vz.ru.

ფრანგმა ჟურნალისტებმა სააგენტო France-Presse-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის განწყობა ასახეს. როგორც რეპორტაჟის ავტორები მიუთითებენ, “ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები თავს აფარებენ მიტოვებულ სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებს და ეს იციან რუსმა სამხედროებმა. დონბასის ოლქის კიევის კონტროლს დაქვემდებარებული ნაწილის გუბერნატორი პავლე კირილენკოც ადასტურებს, რომ ადგილობრივებს შორის ბევრია ისეთი, ვინც რუსულ სამყაროს ელოდება. მან ასე ახსნა რუსი სამხედროების ინფორმირებულობა უკრაინელი სამხედროების დისლოკაციის ადგილების შესახებ.

კრამატორსკში პირველი შენობა, რომელიც დაინგრა, იყო 23-ე სკოლა, გათვლილი 500 მოსწავლეზე. 70 წლის ხარატმა ევგენიმ ფრანგ ჟურნალისტებს უამბო, რატომ დაინგრა ეს სკოლა _ “რუსები უმიზნებენ უკრაინელ ჯარისკაცებს. და ამ რაიონში ბევრია “კეთილგანწყობილი”, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან რუსებს.

ანალოგიური თვალსაზრისი აქვს 23-ე სკოლის სამი მოსწავლის დედას, ნატალიასაც.

არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა ამერიკელი ჟურნალისტის, ენ კოულტერის ინტერვიუ. ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვან პირს მორგანთან საუბრისას მან უკრაინის კრიზისის პროვოცირებაში ნატო დაადანაშაულა და დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს კიევის დახმარება.

“უკრაინა ისტორიულად იყო რუსეთის იმპერიის გავლენის ზონაში. რაც შეეხება ნატოს, სსრკ-ის დაშლის შემდეგ ალიანსის არსებობას აზრი აღარ აქვს, მაგრამ ჩვენ მას ვერ ველევით”, _ თქვა კოულტერმა.

გასულ კვირას ბრიტანელმა ჟურნალისტმა როს ლიდლმა The Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კოლეგები რუსეთის წარმატებების შესახებ სიმართლის დამალვაში დაადანაშაულა. ამის ნაცვლად დასავლელი ჟურნალისტები აშუქებენ უკრაინელი სამხედროების წარმატებას, ხოლო “უკრაინელი პოლიტიკოსის ნებისმიერი განცხადება, როგორი უაზროც უნდა იყოს ის, ჩვენ სიმართლე გვგონია. ინფორმაციის ასეთი მიწოდება სასურველის რეალობად გასაღებაა”, _ ასკვნის ლიდლი.

გაზეთ “კიევსკი ტელეგრაფის” რედაქტორ ვლადიმერ სკაჩკოს აზრით, მსგავსი რეპორტაჟები და სტატიები უკრაინელი სამხედროების დამარცხებასა და კიევის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში მათი მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება. “ფრანგი ჟურნალისტები ალიბის უქმნიან კიევის რეჟიმს კრახის შემთხვევაში. ამ რეპორტაჟებით ისინი იტყვიან: “აი ჩვენ ხომ გაფრთხილებდით!”

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მსგავსი სტატიები მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საღი აზრი და პროგნოზის შესაძლებლობა! _ განაცხადა სკაჩკომ.

პოლიტოლოგმა ვლადიმერ კორნილოვმა გაიხსენა, რომ “მსგავსი რეპორტაჟი არაერთხელ გამოქვეყნდა ფრონტის ხაზიდან _ სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, როცა უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოსული იქიდან. ადგილობრივი მცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამბობდნენ, რომ რუსებს ელოდებოდნენ. და ამაზე თვალს ვერ დახუჭავდნენ ობიექტურობაშენარჩუნებული ფრანგი ჟურნალისტები, თუმცა ასეთები ბევრნი არ არიან,. _ აღნიშნა კირილოვმა.

ბევრი ექსპერტის აზრით, Agence France-Pressში გამოქვეყნებული რეპორტაჟი აშკარად გამოირჩევა დონბასში შექმნილი ვითარების შესახებ შეკვეთილი მასალებისგან. ეს არის რეალური სურათის აღწერის მცდელობა, გადმოცემა იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ადგილობრივი მცხოვრებნი რუს სამხედროებს ელოდებიან, როგორც განმათავისუფლებლებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ოკუპანტებად მიიჩნევენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here