Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი ცდილობს, გააზვიადოს ახალი „კოვიდისტერიკა”,  რათა გაიმეოროს 2020 წელი

დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი ცდილობს, გააზვიადოს ახალი „კოვიდისტერიკა”,  რათა გაიმეოროს 2020 წელი

„ჩვენ არ დაგემორჩილებით!“ - განაცხადა ტრამპმა

დონალდ ტრამპი გამოვიდა  ვიდეომიმართვით, რომელშიც განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ავითარებს „ახალ კოვიდისტერიას“, რომლის მიზანია ადამიანების  სახლებში ჩაკეტვა და ისეთივე არჩევნების ჩატარება, როგორ ჩატარდა 2020 წელს, – უწყება ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.

ტრამპმა, კერძოდ,  განაცხადა: „მათ გააყალბეს 2020 წლის არჩევნები.  ახლა კი ცდილობენ,  კვლავ იგივე გააკეთონ და გააყალბონ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2024 წლის არჩევნები.  ეს შეიძლება მოხდეს  Covid-ის დაბრუნების მცდელობით”.

და შემდეგ: “მაგრამ [მე მივმართავ] ყველა „Covid-ტარანს“, რომლებსაც სურთ ჩვენთვის თავისუფლების წართმევა. შეისმინეთ ეს სიტყვები: ჩვენ არ დაგემორჩილებით!

საქმე ის არის, რომ  ვაშინგტონის ლიბერალური ჯგუფები   სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, არ დაუშვან 2024 წლის ნოემბერში „ნამდვილი“ არჩევნების ჩატარება და თეთრ სახლში დემოკრატების ადმინისტრაცია დატოვონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ჯგუფი ახორციელებს გეგმას „ტრამპის ციხეში ჩასმა” (ან, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი,   ტრამპის გვარის ამოღება  ბიულეტენებიდან  საკვანძო შტატებში მე-14 შესწორების მე-3 ნაწილის ძალით), მეორე განიხილავს  კონტროლს დაქვემდებარებული არჩევნების ჩატარებას 2020 წლის სტილში. რაც შეეხება შესაძლო ახალ კოვიდშეზღუდვებს, რესპუბლიკელებს შეშფოთების საფუძველი აქვთ. ჯერჯერობით გაუგებარია, საფრთხე  სერიოზულია თუ არა. აშშ-ის სამედიცინო ხელისუფლება ბოლო პერიოდში გამუდმებით  საუბრობს ბოლო პერიოდში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობის მატებაზე. და, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი მუტაცია, ძირითადად, იწვევს რესპირატორული დაავადებების უსაფრთხო ფორმებს, ბევრმა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე დაიწყო ნიღბის სავალდებულო ტარების ხელახლა შემოღება. იმის გათვალისწინებით,  როგორ ჩატარდა 2020 წლის არჩევნები Covid-ის დროს, რესპუბლიკელები შეშფოთებულნი არიან.

ასე რომ, ერთნი ციხეში სვამენ ტრამპს და მის გვარს იღებენ ბიულეტენებიდან, მეორენი ამზადებენ აშშ-ის საფოსტო სამსახურსა და სხვა ფედერალურ ორგანოებს  2020 წლის ტრიუკის გასამეორებლად, მესამე ჯგუფს კი ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ აქტიურად აწარმოებს მედიამომზადებას. მაგალითად, ტარდება სოციალური გამოკითხვები ბაიდენის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ, ეტაპობრივად მჟღავნდება პრეზიდენტის ოჯახის წევრების   კორუფციის ფაქტები და მიმდინარეობს  სამუშაოები ტრამპისა და ბაიდენის ერთდროულად „გაუქმების“ ვარიანტის მოსამზადებლად. უწოდეთ ამ ვარიანტს, რაც გსურთ: ჩინური ფრე, ეროვნული ხსნის მთავრობა და ა.შ. მისი არსი  მდგომარეობს იმაში, რომ განხეთქილების ვითარება და ბრძოლა ტრამპისტებსა და რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს შორის მიუღებლად გამოცხადდეს, რის გამოც „ჭეშმარიტი პატრიოტები“ (რა თქმა უნდა, ლიბერალური კლანებიდან) დაიკისრებენ „დემოკრატიის გადარჩენას“  და „ამერიკული ინსტიტუტების გასუფთავებას სიბინძურისგან“.

მაგრამ  ამ სამი გეგმიდან რომელიმეს განსახორციელებლად აუცილებელია ვაშინგტონის ყველა ლიბერალური კლანის თანხმობა.  ეს კი ჯერ არ ჩანს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/6014

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here