Home სხვადასხვა დაიჯესტი dni.ru: პეტრე პოროშენკო მაროდიორი და გამომძალველია

dni.ru: პეტრე პოროშენკო მაროდიორი და გამომძალველია

1094
პეტრე პოროშენკო

ასე დაახასიათა უკრაინის პრეზიდენტი ჰოლანდიელმა დეტექტივმა, რომელიც დაკარგული ფერწერული შედევრების ძებნით არის დაკავებული.

გამომძიებელმა არტურ ბრანდმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც პოროშენკო აღბეჭდილია ნაციონალისტ ბორის გუმენიუკთან ერთად. ეს კაცი პირადად ხელმძღვანელობდა ოლიგარქების კერძო კოლექციების ძარცვას სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში.

ნიდერლანდებისთვის 50 მილიონი ევროს საფასურად იმ ფერწერული შედევრების დაბრუნებას აპირებდნენ, რომლებიც ძარცვის შედეგად გუმენიუკის ხელში აღმოჩნდა. ხანგრძლივი ვაჭრობის შედეგად ფასი 5 მილიონამდე შემცირდა, მაგრამ მუზეუმმა გამომძალველებთან გარიგებაზე უარი თქვა. დეტექტივი ბრანდი ამბობს, რომ პეტრე პოროშენკო პირადად მფარველობდა გუმენიუკს. გამომძიებელი მოითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაუბრუნოს ნიდერლანდის სამეფოს 19 ფერწერული ტილო.

XVII საუკუნის ჰოლანდიელი ოსტატების ტილოები და ვერცხლეულის კოლექცია ქალაქ ჰორნის მუზეუმიდან ჯერ კიდევ 2005 წელს მოიპარეს. 2015 წლის ბოლოს აგორდა სკანდალი: ნიდერლანდების მუზეუმის თანამშრომლებმა საჯაროდ ბრალი დასდეს უკრაინელი ნაციონალისტების ასეულის მებრძოლებს შანტაჟსა და გამოძალვაში. ბორის გუმენიუკმა კი, რომელიც ამ დაჯგუფებას მეთაურობდა, განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა ეს განძი სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციისას ერთ-ერთ სახლში იპოვეს.

სკანდალმა არახელსაყრელ მომენტში იჩინა თავი _ ვროკავშირთან უკრაინის ასოცირებასთან დაკავშირებული პოლანდიური რეფერენდუმის წინ. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ასოცირებას ხმა არ მისცეს, რის გამოც ჰოლანდია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე.

უკრაინის ლიდერისთვის ამგვარი ბრალის წაყენება პირველი არ არის. ექსპერტები უწინაც უწოდებდნენ მას მაროდიორს, ხაზს უსვამდნენ იმას, რომ იმ დროს, როცა უკრაინელები სიღატაკეში გადაიჩეხნენ, პოროშენკომ ქონება გაიორმაგა.

უფრო ადრე კი უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა ვლადიმერ ოლეინიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოროშეკომ ორი თვითმფრინავით იტალიაში გაიტანა ფული და ხელოვნების ნიმუშები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here