Home ახალი ამბები მსოფლიო დნესტრისპირეთში რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდნენ

დნესტრისპირეთში რუსეთთან შეერთებაზე ალაპარაკდნენ

88

დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიტალი იგნატიევი აცხადებს, რომ ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება, 2006 წლის ე.წ. რეფერენდუმის შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვებას და შემდგომ რუსეთთან შეერთებას გეგმავს.

ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.

„დნესტრისპირეთის ვექტორი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში არ შეცვლილა, რაც 2006 წლის 17 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგებში აისახა, სადაც ნათლად არის მითითებული: დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციაში შემდგომ თავისუფალ შეერთებასთან ერთად. ქვეყნის დამოუკიდებლობა აბსოლუტური პრიორიტეტია“, – განაცხადა იგნატიევმა.

მისი თქმით, “სუვერენიტეტისა და რესპუბლიკის ფართო აღიარების ცნების დასაცავად საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტები უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვინმეს შეუძლია მათი გასაჩივრება”.

http://kvira.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here