Home ახალი ამბები მსოფლიო დიმიტრი როგოზინი: თუ ვერ გავიმარჯვებთ, არსებობას შევწყვეტთ. ჩვენ, უბრალოდ, გაგვსრესენ. ან ჩვენ,...

დიმიტრი როგოზინი: თუ ვერ გავიმარჯვებთ, არსებობას შევწყვეტთ. ჩვენ, უბრალოდ, გაგვსრესენ. ან ჩვენ, ან ისინი _ სხვა ვარიანტი არ არსებობს

370

როსკოსმოსისყოფილ ხელმძღვანელსა დაცარსკიე ვოლკისსამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელ დიმიტრი როგოზინს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა გამოცემა russian.rt.comის კორესპონდენტმა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

“უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ ვებრძვით კოლექტიურ დასავლეთს და არა 40-მილიონიან უკრაინას, სადაც თითქმის ყველა რუსი აქტივისტი დახვრიტეს, მოკლეს და დააპატიმრეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეპრესიები მიზანმიმართულად ხორციელდებოდა. ყველაფერი, რაც ჩვენი იყო, გაანადგურეს, ადამიანები დააშინეს. ცნობები უკრაინასთან რაღაც მოლაპარაკებების შესახებ ან უკრაინის თემაზე _ ეს არ არის კარგი ამბავი. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ რამეზე _ კაპიტულაციის ფორმაზე. იქითა მხარე ჩვენს ყველა განცხადებას მოლაპარაკებების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი წარმართვის მცდელობებზე, ჩვენი სისუსტის დემონსტრირებად თვლის. არ შეიძლება საკუთარი სისუსტის ჩვენება.

მთელმა ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ გაცილებით ძლიერ მტერთან (და მტერი ჩვენზე ძლიერია, უნდა ვაღიაროთ) რაიმე სახის შერიგება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის დეგრადაციას, ამიტომ ცხვირიდან სისხლის ფასად უნდა მივაღწიოთ მნიშვნელოვან სამხედრო შედეგებს… თუ ვერ გავიმარჯვებთ, არსებობას შევწყვეტთ. ჩვენ, უბრალოდ, გაგვსრესენ. ან ჩვენ, ან ისინი _ სხვა ვარიანტი არ არსებობს”.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/russia/article/1081129-rogozin-voennye-sovetniki-razrabotki-svo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here