Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის ცხრაწლიანი უბედურება, სახელად “ნაცმოძრაობა”, არ უნდა დაბრუნდეს!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის ცხრაწლიანი უბედურება, სახელად “ნაცმოძრაობა”, არ უნდა დაბრუნდეს!

624
დიმიტრი ლორთქიფანიძე

არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ნაცებსა და ქოცებს შორის მიმდინარე სამკვდროსასიცოცხლო ჭიდილი, რომელიც ამთავითვე ცხადია, რომ არც ერთ შემთხვევაში ხალხის გამარჯვებით არ დასრულდება, დღითიდღე კომიკური ხდება. ურთიერთბრალდებები იმის თაობაზე, რომ თურმე ესა თუ ის ძალა რუსეთის დასაყრდენს წარმოადგენს (და არჩევნებში მისი გამარჯვება ქვეყნისთვისბნელ ისტორიულ წარსულშიდაბრუნებას ნიშნავს), უკვე ცხადყოფს, რომ ორივე მათგანს სერიოზული პოლიტიკური კომპლექსები და გართულებები აქვს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ბოლოდროინდელი კვლევა (მათ შორის თვით ენ-დი-აის მიერ ჩატარებულიც კი) ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისა, “ოცნების” კანდიდატი მეტოქის ყიჟინს მის პრორუსულობაზე კომპლიმენტად უფრო უნდა აღიქვამდეს, ვიდრე საფრთხედ (რომელზეც თავი უნდა იმართლოს), თუმცა ზურაბიშვილის კამპანია ამ “კომპლიმენტს” მარჯვედ ისხლეტს და იმავე რიტორიკას თვითონაც იმეორებს მეტოქის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის პოლიტიკურ ჯალაბს (პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის გარემოცვას) არ ეტყობა, რომ მოვლენებს ობიექტურად აფასებს და ხვდება, რა ხიბლი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მომავალში საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. როგორც ჩანს, მათ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყველაფერთან ერთად, მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ სწორედ რუსეთთან აღდგენილი სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების, გამარტივებული მიმოსვლისა და კიდევ სხვა ფაქტორების შედეგია საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდა, ტურისტების რაოდენობის მატება და .. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში რუსეთთან ურთიერთობისთვის მზადყოფნა დიდია, პრორუსულობის ბრალდება და იარლიყი “ლიბერალების” მხრიდან ის უნებლიე დივიდენდია, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ერთი ძალა ვერ იყენებს…

რატომ მიაჩნია დღეს ხელისუფლებას საფრთხედ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი და რა განწყობებია რეალურად საზოგადოებაში, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ამ არჩევნებზენაცმოძრაობამ” “ოცნებაგარკვეულწილად დააკომპლექსა იმ თვალსაზრისით, რომ სალომე ზურაბიშვილს ძარღვის გაწყვეტამდე უწევს მტკიცება: პრორუსული ძალა არ ვარო. არადა, ეს ისედაც ყველამ კარგად იცის, თუმცა ფაქტია: ყველა ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხრეა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას რატომ აქვს კომპლექსი, პრორუსული ძალის იარლიყი რომ არ მიაკრან? რეალურად ვისზე და რაზეა გათვლილი მისი კამპანია, თუ არა საკუთარ მოსახლეობაზე?

_ ჩემთვის, როგორც ქართულ-რუსული ურთიერთობების საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორისთვის, ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ იყო ომი, იყო ტრაგედია და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მძიმედ დაეტყო ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს სერიოზული პოლიტიკური ძვრები, ძალიან დიდია. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატური სურვილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის არაერთი და მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია ამაზე დამოკიდებული.

რაც შეეხება კანდიდატებსა და იმ რიტორიკას, რომ ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთს პრორუსული ძალის იარლიყი მიაკეროს, პირდაპირ გეტყვით: ძალიან ცდება ნებისმიერი ადამიანი თუ ადამიანების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარი დარტყმა და იერიში პოლიტიკურ მეტოქეზე სწორედ ამ გზით უნდა მიიტანოს. მათ, როგორც ჩანს, მხედველობიდან რჩებათ ერთ რამ: ამ არჩევნებზე ამომრჩევლების დაახლოებით 54% არ მივიდა; და ეს სწორედ ის 54%-ია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მოთმინებით ელოდებოდაოცნებისგანორი ძირითადი დაპირების შესრულებას: ერთი _ ეს იყო სამართლიანობის აღდგენა და მეორე _ ურთიერთობების მოგვარება რუსეთის ფედერაციასთან.

_ “ოცნებისხელმძღვანელობა, ალბათ, ფიქრობს, რომ ორივე მოაგვარა: ერთი იმით, რომ უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია ციხეში გამოკეტა, ხოლო მეორე იმით, რომ სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები აღადგინა რუსეთთან.

_ აქ საუბარია იმაზე, რომ “ნაცმოძრაობას”, როგორც დანაშაულების ჩამდენ სუბიექტს, უნდა მისცემოდა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, თუმცა ამის ნაცვლად ამ პარტიამ მიიღო ერთგვარი შეწყალება ხელისუფლებისგან და დღეს რა მდგომარეობაცაა შექმნილი ქვეყანაში, ამის შედეგია.

ახლა შევხედოთ მეორე მთავარ დაპირებას. კი, კარგია, რომ აღდგა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კარგია, რომ ქართული პროდუქცია შედის რუსულ ბაზარზე, მაგრამ არის ეს ის მდგომარეობა, რომლითაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზანი და ამოცანა მიღწეულია? თუმცა, კიდევ ვიმეორებ: ის, რომ ამ სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შედეგად მიღებულმა სარგებელმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს სარგებელი მილიარდ 200 მილიონი დოლარით განისაზღვრა; ის, რომ ტურიზმის ზრდა გრძელდება და ამ მხრივ მართლაც უპრეცედენტო წარმატებებია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთი სტრატეგიული მიმართულება, როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზა, მარაგი ნაწილების მიღების კუთხით მთლიანად დამოკიდებულია სწორედ რუსეთის ფედერაციაზე. საზოგადოდ, მსხვილ გადამხდელებს შორის რუსული კაპიტალი და ინვესტიციები პირველ ადილზეა; და ამ ვითარებაში როცა გვაქვს მოცემულობა, რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ოპონენტებს ებრძვიან სწორედ პრორუსული ძალის იარლიყის მიკერებით, ჩნდება ლოგიკური კითხვა: სად არის აქ საღი აზრი? ესენი საქართველოზე ზრუნავენ, ქართული პოლიტიკური პარტიები არიან? საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს არის საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული თავის მოტყუების პოლიტიკა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, აშკარად სახელმწიფო საბოტაჟის ელემენტებს შეიცავს. აი, ამ ყველაფრის შედეგად დღეს ქვეყანა, ფაქტობრივად, პარალიზებულია პოლიტიკურად და ჩვენ ახლა რეალურად ვიმყოფებით პოლიტიკური კრიზისის სტადიაში, რომელიც ქვეყნის დესუვერენიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უფროა, ვიდრე რამე სახის გათვლა.

_ გათვლა რადგან ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რა სეგმენტზე შეიძლება იყოს ორიენტირებული პოლიტიკური ოპონენტისთვის პრორუსული ძალის იარლიყის მიკერების მცდელობა?

_ სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვინმე კარნახობს რუსეთის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს განცხადებები ხშირად გვესმის. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ხელისუფლების განცხადებები, თორემ “ნაცმოძრაობა” რაცაა, ყველამ ვიცით. რაც შეეხება გათვლას, ვერ გეტყვით, რა ამოცანას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ყველაფერი, ამ შეკითხვით, ალბათ, მათ უნდა მიმართოთ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი იქნება ბრალდებები ერთმანეთის მიმართ და პრორუსულობის იარლიყის მიწებების გზით სტიგმის შექმნის მცდელობა, მით უფრო გადმოიწევს ქვეყანაში ბოძები და მავთულხლართები, რომელიც ისედაც, დიდი ხანია უკვე, ღრმა იარად ემჩნევა ჩვენს ქვეყანას.

_ მოდი, ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს: რას მოიტანს ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება?

_ რას მოიტანს და, თუკი ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც მოაქვს ძალიან დიდი სარგებელი, ისღა დაგვრჩენია, ამ პროცესებზე დაყრდნობით პოლიტიკური ინტერესების დაახლოებაც დავააანონსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პრობლემები, რომლებიც დიდწილად განპირობებულია სწორედ რუსეთთან ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობის არარსებობით, დარჩება უცვლელი. სხვათა შორის, დღეს ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო რუსეთში მცხოვრები ათასობით ქართველი არჩევნებში ვერ მონაწილეობს, არადა, იმ ერთიან საარჩევნო სიებში, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს, შეყვანილნი არიან ეს მოქალაქეებიც. საქართველოს სუვერენიზაციას ამ მიმართულებითაც ექმნება საფრთხე და ეს არის საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, პირველ რიგშია მოსაგვარებელი.

ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან მოკლედ არჩევნების თემასაც შევეხები. ცხადია, გასაგებია, რომ მოსახლეობაში არის დიდი პოლიტიკური ნიჰილიზმი და ხალხმა ნდობა დაკარგა ყველასადმი, მაგრამ დღეს გვაქვს ასეთი სამწუხარო, მე ვიტყოდი, ტრაგიკული რეალობა _ იმ შემთხვევაში, თუ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, რეალური მესამე ძალის ფორმირების პერსპექტივა მოისპობა და ის გადაიწევს განუსაზღვრელი ვადით. ზურაბიშვილის გასვლის შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეს პერსპექტივაც იქნება და, მეორე მხრივ, ამით, რა თქმა უნდა, არ ამაღლდება მოსახლეობის ნდობა “ოცნებისადმი”. ამდენად, ჯანსაღი პოზიციის მოქალაქის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოცემულ ეტაპზე რამე ალტერნატივა არ აქვს; და, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ არჩევნის გაკეთებას აზრი არ აქვს. მთავარია, რომ ის ცხრაწლიანი უბედურება, სახელად “ნაცმოძრაობა”, არ დაბრუნდეს, ის ცხრაწლიანი ტერორი და გენოციდი, რომელიც სააკაშვილმა მოუწყო ქართველ ხალხს და უკვე ეტყობათ, რომ მოსვლის შემთხვევაში უარესის გამკეთებლები არიან, საბოლოოდ უნდა წავიდეს და დასამარდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here