Home ახალი ამბები მსოფლიო Die Zeit: “დიდი შვიდიანი” აღარ არსებობს

Die Zeit: “დიდი შვიდიანი” აღარ არსებობს

1036
ტრამპი

სამიტმა, რომელიც სიცილიაში გაიმართა, ცხადყო, რომამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმადიდი შვიდიანი”, _ ამტკიცებს მარკ შირიტცი გერმანული გაზეთი Die Zeitის კორესპონდენტი.

“თუ ეს სამიტი მეგობრების შეხვედრა იყო, მაშ, როგორი უნდა იყოს მტრების შეხვედრა? _ წერს ჟურნალისტი. _ მსოფლიოს 7 წამყვანი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ იტალიაში დაგვანახვა, რომ G7, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, არიან მხოლოდ ამერიკელები და დანარჩენი მსოფლიო”.

პრაქტიკულად ვერც ერთ საკითხზე, იყო ეს ერთობლივი ვაჭრობა, კლიმატი თუ ლტოლვილები, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ხოლო სამიტის შედეგების შესახებ განცხადება “სტანდარტული კომპრომისების” ნაზავად წარმოგვიდგინეს. უფრო მეტიც: “კლიმატის დაცვის” საკითხზეც ვერ მოილაპარაკეს, რადგან ტრამპი, როგორც მან თავის “ტვიტერში” დაწერა, მომავალ კვირაში გადაწყვეტდა, სურდა თუ არა საერთოდ პარიზის შეთანხმების შესრულება, რომელსაც თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა”.

ამ მიზეზთა გამო G7-ის სამიტის შემდეგ აუცილებელია, “სერიოზულად ვიკითხოთ, აქვს თუ არა ამ ფორმატს არსებობის უფლება”, _ წერს ავტორი და შეგვახსენებს, რომ ოდესღაც, როცა ტონს ძველი სამრეწველო სახელმწიფოები იძლეოდნენ, “შვიდიანი” მსოფლიო მთავრობის მსგავსი რამ იყო. მოგვიანებით, როცა ძალთა თანაფარდობა ერთგვარად შეიცვალა აზიასა და ლათინურ ამერიკაში განვითარებადი ქვეყნების აღმავლობის გამო, ჩამოყალიბდა “დიდი ოცეული”, რომელშიც ახალი ქვეყნები ჩაერთვნენ, G7 კი შეინარჩუნეს, როგორც სახელმწიფოთა არაფორმალური მაკოორდინებელი ორგანიზაცია. ამ ქვეყნებს, თავდაპირველი იდეების თანახმად, იქ უნდა შეემუშავებინათ ერთობლივი პოზიციები, რომლებითაც G20-ის შემადგენლობაში შესვლას დაგეგმავდნენ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here