Home ახალი ამბები მსოფლიო DIE WELT: ბრიუსელს სურს, ომის შემდგომ უკრაინაში ევროკავშირის ჯარისკაცები განალაგოს

DIE WELT: ბრიუსელს სურს, ომის შემდგომ უკრაინაში ევროკავშირის ჯარისკაცები განალაგოს

გენერალი რობერტ ბრიგერი

ევროკავშირის სამხედრო ხელმძღვანელობა მოსკოვსა და კიევს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნის წინადადებით გამოდის. ”მე შემიძლია  წარმოვიდგინო, რომ ევროკავშირში უკრაინელი ჯარისკაცების  წვრთნა (მიმდინარე) გაგრძელდება დაგეგმილი ორწლიანი პერიოდის შემდეგაც და  გაფართოვდება დროთა განმავლობაში”, – განაცხადა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა რობერტ ბრიგერმა გერმანულ გამოცემა  Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის შესახებ წერს  ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.

მაღალჩინოსანმა სამხედრომ უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების მომავალი განლაგების მიზეზად  დაასახელა შემდეგი: „კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდება დახმარება განაღმვითი სამუშაოების შესასრულებლად და სამხედრო პოტენციალის ასამაღლებლად, ანუ  შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად“.

ამიტომ გონივრული იქნება, „თუ  ევროკავშირის ჯარისკაცები შემდეგ მხარს დაუჭერენ უკრაინას განაღმვაში, შეიარაღებული ძალების თანამედროვე კულტურის განვითარებაში, თანამედროვე იარაღის ათვისებასა და  ეროვნული თავდაცვის სტრატეგიების სწავლებაში“, – ეს ბრიგერის    „რეალისტური ვარიანტია“.

ამიტომ პასუხი კითხვაზე – რატომ არის საჭირო უკრაინის რაც შეიძლება  მეტი ტერიტორიის დაკავება? –  ძალიან მარტივია:  წინააღმდეგ შემთხვევაში იქ  ნატოს ჯარები  განლაგდებიან.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/11933

                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here