Home სხვადასხვა დაიჯესტი Die Welt: ევროკავშირი დაზარალდა, რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ასეთია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების...

Die Welt: ევროკავშირი დაზარალდა, რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ასეთია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგი

სანქციები

დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაესუსტებინა რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ შედეგად ევროკავშირმა იზარალა 30 მილიარდი ევრო, _ იუწყება გერმანული გაზეთი Die Welt.

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა გერმანია. რუსეთის ეკონომიკამ დაძლია კრიზისი და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი შეიქნა.

ზარალის მოცულობაზე კამათი დღესაც გრძელდება. ევროკავშირის დაკვეთით ახლახან გამოქვეყნდა ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ სანქციები ევროკავშირს, საერთო ჯამში, 30 მილიარდი ევრო დაუჯდა.

ევროკავშირის ექსპორტის ოდენობა 2013 წლის 120 მილიარდი ევროდან შარშანდელ 72 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

როგორც ვთქვით, ყველაზე მეტად დაზარალდა გერმანია _ 11 მილიარდი ევროთი შემცირდა რუსეთში მისი ექსპორტის ოდენობა. მნიშვნელოვნად დაზარალდა პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კვიპროსმა რუსეთში თავისი ბიზნესის ერთი მესამედი დაკარგა. უფრო მეტად წააგო საბერძნეთმა და ხორვატიამ, რომელთაც, შესაბამისად, თავიანთი ექსპორტის 23 და 21 პროცენტი დაკარგეს; პროცენტულად გერმანიამ 13,4 პროცენტით იზარალა.

“მაგრამ ეს რიცხვები რეალური დანაკარგის სრულ სურათს არ იძლევა, _ ნათქვამია Dიე ჭელტ-ის პუბლიკაციაში, _ ემბარგოს დაწყებამდე ევროკავშირსა და რუსეთს შორის ბიზნესი უმაღლეს დონეზე ვითარდებოდა. 2009-დან 2012 წლამდე რუსეთიდან ევროპაში ექსპორტი საშუალოდ 23 პროცენტით გაიზარდა. მოსკოვი ევროკავშირის რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი გახდა”.

ეს აღმავლობა რომ გაგრძელებულიყო, ექსპორტის მოცულობა 120 მილიარდ ევროზე მეტად გაიზრდებოდა, თუმცა ემბარგოსა და სანქციების ოდენობაც შესაბამისად მოიმატებდა, _ წერს გერმანული გაზეთი.

“ამ ყველაფერმა განსაკუთრებულ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო იმიტომაც, რომ მცდელობა, რუსეთი ეკონომიკურად დაგვესუსტებინა, წარუმატებელი გამოდგა”, _ ხაზს უსვამს გამოცემა. თავიდან რუსეთს გარკვეული პრობლემები გაუჩნდა, მაგრამ ამჟამად მისი ეკონომიკა ზრდის სტადიაშია. კრიზისი დაძლეულია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლეულს ზრდა 1,7 პროცენტს მიაღწევს.

საერთო ჯამში, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა დასავლეთზე თავისი დამოკიდებულება. ცენტრობანკი, ვალუტაზე დამოკიდებულების ნაცვლად, ყიდულობს ოქროს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ოქროს მარაგი ამჟამად 1716 ტონას შეადგენს, ეს კრიზისამდელი პერიოდის ოდენობაზე 700 ტონით მეტია. ვალუტის მარაგიც გაიზარდა და 420 მილიარდ დოლარს აჭარბებს, 2015 წელს მხოლოდ 70 მილიარდი იყო.

ჯერ კიდევ მარტში წამყვანმა სააგენტოებმა რუსეთში არსებული ვითარება შეაფასეს, როგორც პოზიტიური. ამასთანავე, აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა შეიძლება შევიდეს სოლიდური სახელმწიფოების ჩამონათვალში, რომლებშიც ინვესტიციების ჩადება შეიძლება. სტატიის ავტორი იხსენებს, რომ ყირიმისა და უკრაინის კრიზისის პერიოდში კრემლის კრედიტუნარიანობის რეიტინგი უმდაბლეს დონეზე იყო. დღეს საფინანსო ბაზარზე რუსეთი სანდო მოვალედ ითვლება. ინვესტორები მზად არიან, ფული გაიღონ. ზაფხულში, როცა კრემლსა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობა უმდაბლეს დონემდე დაეცა, რუსეთმა საფინანსო ბაზრებიდან 3 მილიარდი დოლარი მიიღო. ამ ბაზარზე სანქციები, ეტყობა, არ მოქმედებს, რაც აძლიერებს რეალურ ეკონომიკაზე ზემოქმედებას და მოითხოვს საჯარიმო ღონისძიებების შესუსტებას ან სრულ გაუქმებას, _ ასკვნის Die Welt.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here