რეგიონული ყრილობის მსვლელობისას პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესვერის შემადგენლობაში ასარჩევმა მთავარმა კანდიდატებმა: ელის ვაიდელმა და ალექსანდრ გაულანდმა თანაპარტიელებს მოუწოდეს, ზურგი აქციონ მემარცხენე–მწვანეების პოლიტიკის ტენდენციებს, რომლის მატარებლად გვევლინება კანცლერი ანგელა მერკელი, _ იუწყება Die Welt –ი.
როგორც ეს გამოცემა აღნიშნავს, გაულანდი მიზანშეწონილად მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმებას და “ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის” სწორად გაგებას. “სანქციები ყოველთვის შეცდომაა, პოლიტიკურად მცდარია: ყირიმის მიწის ერთ გოჯსაც ვერ დააბრუნებს. ყირიმი რუსეთის ძირძველი ტერიტორიაა და არ შეიძლება დაუბრუნდეს უკრაინას”, _ განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა ხელიდან გაუშვა “ახალი მსოფლიოს შექმნის შესაძლებლობა რუსეთთან ერთად”. “ჩვენთვის, გერმანელებისთვის ყოველთვის ხელსაყრელი იყო რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება”, _ დაასკვნა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერმა.