კიევის მიერ რუს ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმის ინსცენირება ჰგავს არა “საიდუმლო ოპერაციას”, არამედ “საცირკო შოუს”, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და გააჩინა უამრავი შეკითხვა.
“თუ კიევი ვერ წარმოადგენს კრემლის “შეთქმულების” მტკიცებულებებს, ეს იქნება გოლი საკუთარ კარში და უკრაინა დიდი ხნით დაკარგავს ნდობას”, _ აღნიშნავს გერმანული გამოცემა.
“როცა რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ცნობა მსოფლიოში გავრცელდა. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა გამოხატეს თანაგრძნობა და აღშფოთება, მათ შორის, იყო გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი”, _ წერს Deutshe Welle -ს ჟურნალისტი მაქსიმ დრაბოვი, მაგრამ მოგვიანებით მოხდა საქმის “მოულოდნელი შემობრუნება”: გაირკვა, რომ მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ, რათა გასულიყვნენ ბაბჩენკოს წინააღმდეგ ნამდვილ შეთქმულებაზე. “ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის უშიშროების სამსახურის მოქმედება ბევრ კითხვას აჩენს და, თუ არ იქნება პასუხები, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს უკრაინის მიმართ ნდობას”, _ წერს ავტორი.
კერძოდ, ჩნდება კითხვა: საჭირო იყო კი ეს ინსცენირება? დაგეგმილი დანაშაულის გამოსაძიებლად, საჭირო არ არის მისი ინსცენირება. კიევს, ალბათ, სურდა, მაქსიმალური ყურადღება მიეპყრო, და მხოლოდ თავდასხმის ასეთი ინსცენირება მიიპყრობდა მსოფლიოს მასმედიის ყურადღებას. კიევი აპირებდა, რუსეთი დაედანაშაულებინა მსოფლიოს საზოგადოებრიობის აღშფოთების ფონზე. მაგრამ ამის ნაცვლად ახლა კრემლს შეუძლია კიევის დადანაშაულება საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებაში.
“და ამის შემდეგ შეიძლება კიევს ენდო?” _ სვამს კითხვას წერილის ავტორი.
“არსებობს განსხვავება “საიდუმლო ოპერაციებსა” და “საცირკო შოუს” შორის. როგორი რეაქცია ექნება მსოფლიოს, თუკი მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდება? რამდენიმე დღე უნდა დაელოდოს, რათა დარწმუნდეს, რომ დანაშაული მართლა მოხდა?” _ სვამს კითხვას გერმანელი ჟურნალისტი მაქსიმ დრაბოვი.