Home ახალი ამბები მსოფლიო Der Tagesspiegel-ი: გერმანიაში ბუნებრივი აირის ფასმა 3-ჯერ მოიმატა და ეს ჯერ კიდევ...

Der Tagesspiegel-ი: გერმანიაში ბუნებრივი აირის ფასმა 3-ჯერ მოიმატა და ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი

113

გერმანიაში შარშანდელთან შედარებით ბუნებრივი აირი 3-ჯერ გაძვირდა, _ იუწყება Der Tagesspiegel. როგორც პორტალი Verivox აღნიშნავს, ფასის მატებამ 184% შეადგინა და ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება, ამიტომ მომხმარებლები უახლოეს თვეებში ხარჯების მომატებას უნდა ელოდონ.

მიუხედავად გერმანიის მთავრობის განცხადებისა, რომ ენერგომატარებლების უფრო გაძვირება მოსალოდელი არ არის, კომპანია Verivox-ს მიაჩნია, რომ ენერგომატარებლებზე ფასების მატება კვლავ გაგრძელდება.

Verivox-ის გათვლებით, 2021 წელს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წელიწადში 20 ათას კვტ/სთ ენერგიას მოიხმარდნენ, ყოველთვიური ხარჯი იყო 1258 ევრო. ამჟამინდელი ფასებით კი 3568 ევროა, რაც 184%-ით მატებას ნიშნავს. მაგრამ ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან დღეს ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი გაცილებით აღემატება ამ დონეს, ამიტომ მომხმარებლებს უახლოეს თვეებში მოუწევთ, მოემზადონ ბუნებრივი აირის კიდევ უფრო გაძვირებისთვის”, _ წერს პორტალი Verivox-ი.

გერმანიის მთავრობამ განმარტა, რომ “ენერგეტიკულ ბაზრებზე გაურკვეველი და არასტაბილური ვითარების გამო ელექტროენერგიასა და საწვავზე ფასების მომატების დინამიკის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.

მთავრობამ ენერგომატარებლების შესახებ ანგარიშში, რომელიც ბუნდესტაგს წარუდგინა, ახსენა “ფართომასშტაბიანი და სოციალურად დაბალანსებული დახმარების პაკეტი მოქალაქეებისთვის”, _ წერს გაზეთი Der Tagesspiegel-ი.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-08-03/Der-Tagesspiegel-ceni-na-gaz

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here