Home სხვადასხვა დაიჯესტი Der Spiegel: აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირით აღფრთოვანება “იმედის გაცრუებით, შიშითა და დაღლილობით შეიცვალა”

Der Spiegel: აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირით აღფრთოვანება “იმედის გაცრუებით, შიშითა და დაღლილობით შეიცვალა”

ევროპა

აღმოსავლეთ ევროპელების ენთუზიაზმი, ევროკავშირის წევრობით გამოწვეული, “იმედგაცრუებით, შიშითა და დაღლილობით შეიცვალა”, _ წერს Der Spiegel. ისინი ბრიუსელისგანკარგს არაფერსელიან და სულ უფრო მეტად თანაუგრძნობენ ნაციონალისტურ პარტიებსა და მოძრაობებს.

“ევრო არ მუშაობს. ევროკავშირი სიცრუეზეა აგებული. გვპირდებოდნენ, რომ ცხოვრების დონე ამაღლდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა”, _ ასეთი აზრი ჩეხეთში ნორმად ჩამოყალიბდა, ყველა აქაური პარტია, რომლებმაც არჩევნებში გაიმარჯვეს, ამ პოზიციას იზიარებს, _წერენ გერმანული გამოცემის ჟურნალისტები: ტობიას რაპი და იან პული. ანალოგიურ პოზიციაზე დგანან პოლონეთი, უნგრეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც. 25 წლის წინათ “რკინის ფარდის” ახდის შემდეგ აღმოსავლეთი დასავლეთისგან კარგს არაფერს ელოდება. ეს ქვეყნები “დაიღალნენ” ევროკავშირისგან, _ აღნიშნავენ წერილის ავტორები.

აღმოსავლეთი ევროპა ცენტრალურ ევროპად იქცა, სახელმწიფო ეკონომიკა _ წარმატებულ საბაზრო ეკონომიკად, ჩამოყალიბდა სამართლებრივი სახელმწიფო, დამყარდა დემოკრატია. “საოცარია, რომ ეს პროცესი დამუხრუჭდა და უკუსვლაც კი დაეტყო”, _ წერენ რაპი და პული.

ჩეხი პოლიტიკოსის, ლიბერალების ლიდერის _ კარელ შვარცენბერგის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია: “ადამიანებს უნდა მოლაპარაკებოდნენ, სურდათ თუ არა თავიანთ ქვეყნებში უცხოელების შეშვება. ეს აღქმული იყო, როგორც დიქტატი, _ ხაზი გაუსვა შვარცენბერგმა. _ ჩვენ, ჩეხებმა, ვიცით, რას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირს, მაგრამ ვერ ვგრძნობთ, რომ საკუთარ სახლში ვართ. არ შეიძლება მუდმივად, როგორც მოსწავლეებს ისე გვეპყრობოდნენ. ეს საბჭოთა დროს გვაგონებს, დირექტივებს მაშინ ვიღებდით”, _ განმარტავს პოლიტიკოსი.

პოლონეთის უმრავლესობა “დასავლეთიდან მომავალ საფრთხეს” ხედავს “კულტურათა და რასობრივ აღრევაში და რელიგიის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას საერთო არაფერი აქვს ტრადიციულ პოლონურ ღირებულებებთან”, _ განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ. ბევრი პოლონელი დასავლეთს აღიქვამს “ყველაფრისმცოდნედ, რომელსაც სურს, მათ თავს მოახვიოს, როგორ უნდა იცხოვრონ და როგორ უნდა იფიქრონ”.

“გასული 25 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ძალადობრივმა ცვლილებებმა მოსახლეობაში გამოიწვია სტრესი, ხოლო დასავლეთის მსგავსი ცხოვრების დაპირება უკვე ხელმიუწვდომელია, ამიტომ შეძლეს იაროსლავ კაჩინსკიმ და ვიქტორ ორბანმა ნაციონალიზმის წარმატებით აღორძინება”, _ აღნიშნავს პოლონელი პოლიტოლოგი პეტრე ბურასი. ევროპაში მემარჯვენე პოპულისტები თამაშობენ “იმედგაცრუებისა და შიშის” ნაზავზე და მას ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართავენ. აღმოსავლეთში ამას ემატება ისიც, რომ ადამიანები თავს “მეორეხარისხოვან ევროპელებად” გრძნობენ, _ ასკვნის Der Spiegel-ი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here