Home ახალი ამბები მსოფლიო დედოლარიზაცია მოქმედებაში: ინდოეთისთვის C-400-ების მოწოდების კონტრაქტი რუბლებში გაფორმდა

დედოლარიზაცია მოქმედებაში: ინდოეთისთვის C-400-ების მოწოდების კონტრაქტი რუბლებში გაფორმდა

დედოლარიზაცია

რუსეთმა და ინდოეთმა საზენტოსარაკეტო კომპლექს C-400 “ტრიუმფისმიწოდებაზე კონტრაქტი რუბლებში გააფორმეს”, _ განაცხადა რფის ვიცეპრეზიდენტმა იური ბორისოვმა. სსრკის დაშლის შემდეგ ეს პირველი უდოლარო საექსპორტო გარიგებაა იარაღის მიწოდებაზე. საზენიტოსარაკეტო რაკეტების კომპლექსები დელის სულ 5 მლრდ დოლარი, ანუ 330 მლრდ რუბლი დაუჯდა.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ეს იარაღის მიწოდების ყველაზე დიდი უდოლარო კონტრაქტია პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში. “როსობორონექსპორტისა” და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საექსპორტო კონტრაქტების გაფორმებისას საჭიროა, უარი ეთქვას დოლარს და აი შედეგიც.

C-400-ის უცხოელ მყიდველთა შორის ინდოეთი მესამე ქვეყანაა, ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ. ინდოეთის გაზეთ Economic Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-დელი უახლოეს ხანში გადაუხდის რფ-ს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის 15%-ს, დანარჩენი თანხის გადახდა კი გრაფიკით მოხდება: ინდოეთი C-400-ის პირველ კომპლექტს 2 წლის განმავლობაში მიიღებს.

ინდოეთი რუსული იარაღის ერთ-ერთი დიდი შემსყიდველია. ორი ქვეყნისთვის სარეკორდო იყო 2015 წელი. მოსკოვმა ნიუ-დელის 4 მლრდ დოლარის (იარაღის ექსპორტის 25%-ზე ცოტა ნაკლები) იარაღი მიჰყიდა. უახლოეს წლებში ინდოეთი, სავარაუდოდ, ასეულობით ტანკ T-90-სა და ავიატექნიკას შეიძენს.

ბევრი სამხედრო სპეციალისტის აზრით, C-400 ყველაზე სრულყოფილი საზენიტოსარაკეტო კომპლექსია მსოფლიოში და რამდენიმე მახასიათებლით მნიშვნელოვნად აღემატება ამერიკულ Patriot Pac-3-. “ტრიუმფსშეუძლია ჩამოაგდოს 1-დან 250 კმით დაშორებული ყველა სახეობის საჰაერო სამიზნე. უახლეს რაკეტა 40H6E- შეუძლია 400 კმით დაშორებული ობიექტების განადგურება, თუმცა საექსპორტო ვარიანტში ის არ შედის.

“ტრიუმფის” შესყიდვის მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპსა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებას აშშ დაემუქრა. ვაშინგტონმა ნიუდელისგან მოითხოვა, უარი ეთქვა C-400-ის შესყიდვაზე და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაუწესებდა .. მეორად სანქციებს 2017 წელს მიღებული კანონის, CAATSA- (“ამერიკის მოწინააღმდეგეების მიმართ საწინააღმდეგო ქმედებები სანქციების სახით”) შესაბამისად. ეს დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, გაყინოს “დამრღვევთა” აქტივები და უარი უთხრას მათ თანამშრომლობაზე ფინანსურ ინსტიტუტებთან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსთან ტრანზაქციების განსახორციელებლად. ეს, პრაქტიკულად, არის სახელმწიფოდან სახელმწიფოში თანხების გადარიცხვის ბლოკირება.

2018 წლის სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა CAATSA. სანქციები დაუწესდა ჩინეთის არმიის ცენტრალური სამხედრო საბჭოს მოწყობილობების დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელ ლი შანფუს 5 მლრდ დოლარადC400-ისა და გამანადგურებელ CY-35-ის შესყიდვისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ჩინურ სამხედრო ინსტიტუტს გზა გადაუკეტა ამერიკის იურისდიქციაში სავალუტო ოპერაციების შესრულებისკენ.

ახალი ეპოქა

თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) წევრი ქვეყნები, მათ შორის _ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი ბოლო წლებში ხშირად მსჯელობენ ანგარიშსწორებისას დოლარზე უარის თქმის პერსპექტივაზე. ე.წ. ატომური გარიგებიდან ტრამპის გამოსვლის შემდეგ აშშ-ის ვალუტის გამოყენებაზე უარის თქმის მიმართ მოიმატა ირანის ინტერესმაც.

“ანგარიშსწორებისას დოლარზე უარის თქმა სერიოზულ ტექნიკურ გართულებებს არ გამოიწვევს. ინდოეთთან კონტრაქტს თუ განვიხილავთ, ინდოელები რუბლებს, უბრალოდ, ბირჟაზე იყიდიან”, _ ამბობენ რუსი ექსპერტები.

უნდა ითქვას, რომ უდოლარო კონტრაქტები ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად მოსახერხებელია შემკვეთისთვის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, ინდოეთი იარაღის რუბლებით შესყიდვის კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა იმიტომ, რომ ეშინოდა, აშშ ტრანზაქციებს დაბლოკავდა.

აშშ სანქციების პოლიტიკით უბიძგებს ინდოეთს, ჩინეთს, ირანსა და თურქეთს, უარი თქვან დოლარზე.

დოლარზე უარის თქმა პრინციპულად საჭირო პროცესია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა გავლითაც ხორციელდება ტრანსაქციები, ხომ აშშ აკონტროლებს. ასეთი მდგომარეობა კი ხელს არ აძლევს რუსეთს და არც ინდოეთსა და ჩინეთს. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ექსპერტებს, რომ ნიუ-დელისთან რუბლებში გაფორმებული კონტრაქტი დედოლარიზაციის ახალი ეპოქის დასაწყისია.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here