ინციდენტი 2018 წლის 1 ოქტომბერს იორდანიაში მოხდა. მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, სთხოვა თავის ცოლს, მიეხედა შვილებისთვის, რომლებიც მას (კაცს) პირველი ცოლისგან ჰყავდა. ცოლ-ქმარს შორის იფეთქა სკანდალმა, მაგრამ კაცმა ორი და ოთხი წლის ბიჭები ცოტა ხნით მაინც დაუტოვა ცოლს. ქალმა გადაწყვიტა შური ეძია, ადუღებული წყლით აავსო აბაზანა და თუხთუხა წყალში ჩასვა ბავშვი.
ბიჭი ატირდა, დედინაცვალი მიხვდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, სასწრაფოდ ამოიყვანა ორი წლის ბიჭი და დაუყოვნებლივ წაიყვანა საავადმყოფოში. ორ კვირაში ბავშვი გარდაიცვალა.
გამოძიებამ გაარკვია, რომ დედინაცვალი მანამდეც ცუდათ ეპყრობოდა “სხვის შვილებს”, ხშირად სცემდა და საშინლად ექცეოდა.
ბრალდებულს შესაფერისი სასჯელი გამოუტანეს _ ქალი 20 წლით ციხეში გაამწესეს.