Home ახალი ამბები საქართველო დავით უსუფაშვილი – სავიზო რეჟიმი ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ...

დავით უსუფაშვილი – სავიზო რეჟიმი ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ არა, თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც, ერთადერთი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის

68

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, „ლელოს“ წარმომადგენლები ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რითაც დოკუმენტურად გადაწყდება, ვინ უნდა შემოუშვან ქვეყანაში და ვინ – არა.

„ლელოს“ წარმომადგენლები ლარსზე იმყოფებოდნენ, ვითარების ადგილზე გასაცნობად. მათ გაგვიმყარეს რწმენა იმის თაობაზე, რომ საჭიროა ჩარევა მთავრობის მხრიდან. დანარჩენი, ვინ როგორ გამოხატავს თავის პოზიციას, ეს მათი არჩევანია.

სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს ზუსტად გრძელი ფურცლის შევსებას, სადაც ადამიანი წერს, რუსეთიდან რატომ მოდის. საკუთარ მთავრობას გაურბის? – ასეთი შეიძლება, უფრო მარტივად შემოვუშვათ. ზუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს მიზეზებისა და მიზნების გამორკვევას, დოკუმენტურად გადაწყვეტას, ვინ შემოუშვან და ვინ – არა. თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც ამას ითხოვს. ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here