Home ახალი ამბები მსოფლიო დასრულდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში

დასრულდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში

92

რა ხდებოდა ვიზიტამდე?

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ინსპექცია 29 აგვისტოს ვენიდან კიევში ჩავიდა. 30 აგვისტოს სპეციალისტები სააგენტოს გენდირექტორ რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით, შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. 31 აგვისტოს კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ენერგოდარს. ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქში არ მუშაობდა ფიჭური კავშირგაბმულობა, ადგილობრივი მცხოვრებლები კი თავშესაფრებიდან ვერ გამოდიოდნენ, _ იუწყება trangrad.tv.

ზაპოროჟიეს აეს-დან 3 კმ-ში დაახლოებით 60 უკრაინელი დივერსანტი შეეცადა, კახოვკის წყალსატევის მხარეს გადასვლას, მაგრამ რუსეთის გვარდიის ქვედანაყოფებმა შეუშალეს ხელი _ ჩაძირეს ნიკოპოლიდან გამოსული ორი ბარჟა. სამი დივერსანტი ტყვედ ჩაიგდეს. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო მთავარი საბჭოს წევრ მიხეილ როგოვის განცხადებით, უკრაინელი დივერსანტების ჯგუფები გაწვრთნილი იყვნენ ბრიტანეთის “მი-6”-ის ინსტრუქტორების მიერ. მათი ამოცანა იყო ტერაქტის მოწყობა აესს-ის მისიის ვიზიტის წინ.

1 სექტემბრის დილიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები არტილერიიდან უშენდნენ ჭურვებს ვასილევკაში გადასასვლელს _ სექტორს, რომელშიც დაგეგმილი იყო საერთაშორისო სააგენტოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ზაპოროჟიეს აეს-ის ერთ-ერთ ენერგობლოკთან 4 უკრაინული ჭურვი აფეთქდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოთქვეს მოსაზრება, რომ კიევს განზრახული ჰქონდა აესს-ის მისიის ვიზიტის ჩაშლა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ მისიის მარშრუტი შეთანხმდა, მაგრამ შემდეგ კიევმა შეცვალა ვიზიტის პირობები. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს აესს-ის მისიის წევრების გაბედულება, რომლებმაც განაცხადეს, რომ “მზად არიან, უკრაინელთა ცეცხლის ქვეშაც კი იმუშაონ”.

გზა

აესს-ის ხელმძღვანელ მიხეილ გროსის თქმით, დაცულია “ყველა მინიმალური პირობა” მისიის მიერ “ნაცრისფერი” ზონის (რუსეთის მიერ გათავისუფლებულ და უკრაინის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებს შორის) გადასაკვეთად. ზაპოროჟიეს აეს-ის ტერიტორიაზე შესასვლელად უცხოელ ინსპექტორებს უკრაინელ სამხედროებთან ურთიერთობა მოუწიათ. უკრაინელებმა ინსპექტორებისგან მოითხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომ მისიის უსაფრთხოებაზე კიევი პასუხისმგებელი არ არის.

ნოვოალექსანდროვსკის ბლოკპოსტზე 3-საათიანი შეყოვნების შემდეგ მისიამ გზა განაგრძო.

ინსპექცია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მიზანი იყო იმ ზიანის შეფასება, რომელიც მიადგა ობიექტს, აგრეთვე, განსაზღვრა იმისა, არის თუ არა შრომისუნარიანი ელექტროსადგურის, უსაფრთხოების სისტემისა და დაცვის პერსონალი. სპეციალისტებმა დაიწყეს ობიექტის დათვალიერება. მათ ახლდნენ “როსატომის” თანამშრომლები. ენერგოდარში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

მოგვიანებით გროსმა განაცხადა, რომ ნახა “საკვანძო საგნები, რომელთა ნახვაც სურდა”. მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის რამდენიმე საათის განმავლობაში მან დიდი რაოდენობის ინფორმაცია მიიღო. .გადაწყდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარჩება აესს-ის წარმომადგენელი.

ლუკა მაისურაძე

https://tsargrad.tv/news/mi-6-upustila-zaporozhskuju-ajes-no-igra-tolko-nachinaetsja_616803

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here