Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი სერბეთს აიძულებს, შეწყვიტოს დიპლომატიური აქტიურობა კოსოვოს აღიარების წინააღმდეგ

დასავლეთი სერბეთს აიძულებს, შეწყვიტოს დიპლომატიური აქტიურობა კოსოვოს აღიარების წინააღმდეგ

916
დასავლეთი სერბეთს

დასავლეთი სერბეთს აიძულებს, შეწყვიტოს დიპლომატიური აქტიურობა კოსოვოს აღიარების წინააღმდეგ, _ განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.

კოსოვოს ალბანურმა ხელისუფლებამ ცალმხრივად, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერით, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მას შემდეგ კოსოვოს სუვერენიტეტი გაეროს 100-ზე მეტმა წევრმა-ქვეყანამ აღიარა. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ 9 ქვეყანამ უკან გაიწვია თავისი აღიარება კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამის ოფიციალური დადასტურება აქვს.

ალბანური მხარე მიჩივის დასავლელებთან, დასავლეთი კი ითხოვს, შევწყვიტო ყოველივე, რადგან ეს აღიზიანებს ალბანელებს და თითქოს ვნებს დიალოგს. არადა, ეს ხდება მაშინ, როცა ისინი ლობირებენ დამოუკიდებლობის ახალ აღიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლას და ამას ნორმალურად მიიჩნევენ”, _ განუცხადა დაჩიჩმა ბელგრადულ გაზეთვეჩერნე ნოვოსტის”.

ზუსტი რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებმაც აღიარეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვო, უცნობია, რადგან ოფიციალურ წყაროებში მონაცემები სხვადასხვანაირია, ცალკეული სახელმწიფოების ლიდერები კი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. გაზეთ “ვეჩერნე ნოვოვტის” მონაცემებით, ამ მომენტისთვის ბოლო დიპლომატიური აქციების შედეგად იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ კოსოვოს, 102-მდე შემცირდა.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოსოვოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ქვეყნებიდან 9-მ უკან გაიწვია თავისი აღიარება. ეს ქვეყნებია: დომინიკის თანამეგობრობა, სურინამი, ლიბერია, სან-ტომე და პრინსიპი, გვინეა-ბისაუ, ბერუნდი, პაპუა-ახალი გვინეა, ლესოტო და გრენადა.

გვერდი მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here