Home ახალი ამბები საქართველო “დასავლეთი არ გაღიზიანდეს” პოლიტიკა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს

“დასავლეთი არ გაღიზიანდეს” პოლიტიკა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს

249

ჭკუას გვარიგებს ხალხი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებამდე  ფერადკანიანებს ადამიანებად არ თვლიდა, ცხოველებივით ექცეოდა და ეს მაშინ, როცა საქართველოს თავისი ოქროს ხანაც გავლილი ჰქონდა დავეფხისტყაოსანიცდაწერილი იყო

სამ თვეზე მეტია, რუსეთიდან ჩამოსული ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ვმეგობრობთ და თითქმის ყოველდღე ერთად ვართ.  ჰოდა, ამ ოჯახმა გასულ კვირას ბათუმში დასვენება გადაწყვიტა, დაჯავშნეს საოჯახო სასტუმრო და მითხრეს, _ ღამეში 270 ლარს გვახდევინებენო. მეძვირა, ამიტომ მითითებულ ნომერზე დავრეკე და დიასახლისმა მშვიდად მითხრა: ღამე 120 ლარი ღირსო. გავაუქმებინე ჯავშანი რუსებს და ჩემი ჯავშნით გავუშვი. იქ ამბავი ატყდა… თურმე, რუსებზე სხვა ფასია და არამხოლოდ ზღვის კურორტებზე _ მათ საქართველოს ყველა კუთხეში ახდევინებენ მეტს.

„სასტუმროზე მიბმული რესტორანი მაქვს, ამიტომ ყოველთვის ტურისტებზე ვმუშაობდი და არა ადგილობრივებზე. სარესტორნო ბიზნესი პანდემიის პერიოდთან შედარებით რეაბილიტირებულია, თუმცა ნაკლები შემოსავლებით, ვიდრე პანდემიამდე იყო. როცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენაზეა საუბარი, შესაძლოა, შემოსავლების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს, რადგან სანქცირებული რუსები აქ ბევრს ხარჯავენ. ადრე გერმანელთა და იაპონელთა ჯგუფები შემოდიოდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. რუსეთის მოქალაქეები დიახ, ნამდვილად ბევრნი არიან“, _ ეს სიტყვები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს, ეკუთვნის.

რა გამოდის? ვაღიარებთ იმას, რომ რუსეთიდან ყვველაზე მეტი ტურისტი შემოდის, ყველაზე მეტს სწორედ ისინი ხარჯავენ; საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს _ ტურიზმის აღდგენა, პრაქტიკულად, მთლიანად მათზე ჩამოეკიდა და ამის მიუხედავად, ვცდილობთ, მეტი მივიღოთ, მეტი გადავახდევინოთ. ეს ეროვნული კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციაა და ცუდია, რომ სახელმწიფო ამაზე დუმს. არ უნდა ბევრი ძიება, დარეკეთ ათ სასტუმროში და ქართულენოვანს ეტყვიან სხვა ფასს და რუსულად მოსაუბრეს _ სხვას. ევროპისკენ რომ მივიჩქარით და ბოლომდე ვცდილობთ, შევეტენოთ (თან არ გვიტენის), სწორედ ევროპელები არ ამბობენ, ეროვნული კუთვნილების ნიშნით ადამიანების გამორჩევა კრიმინალიაო? თუ ეს რუსებზე არ მოქმედებს?

ციფრებს მივაქციოთ ყურადღება _ ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში მაისში შემოვიდა _ 319 796. და ვინ არის პირველი ამ ჩამონათვალში? სწორია _ რუსეთის მოქალაქეები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულთა რაოდენობა 21 ათასია, ვიზიტორები იყვნენ თურქეთიდან, სომხეთიდან და მეოთხედ მილიონზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სწორედ რუსი ტურისტების ჩამოსვლის შემდეგ უძრავი ქონება გაძვირდა, გაქირავების ფასი გაორმაგდა და, რაც მთავარია, რუსეთის მოქალაქეები ამ თანხებს იხდიან და მათთვის დამატებით საკვებისა და სერვისების გაძვირება, უბრალოდ, უნამუსობაა. მაგრამ ქართული ბიზნესი ხომ ასეა, ერთ სეზონზე უნდა ამოვიღოთ ბანკის ვალიც, მოგებაც დაგვრჩეს და ახალი ბიზნესიც უნდა დავიწყოთ. ეს ყველაფერი კი სწორედ იმ ვიზიტორების ხარჯზე კეთდება, რომლებიც, წესით, არ უნდა დავაფრთხოთ და, რაც მთავარია, მეორედ ჩამოსვლის სურვილი დავუტოვოთ.

სამწუხარო რეალობაა, კონკრეტული ერის წარმომადგენლებთან ასეთი დამოკიდებულება რომ გვაქვს, ხოლო ამერიკა და ევროპა ასეთი დამოკიდებულების გამო ტაშს გვიკრავს, თუმცა, მათი და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. გამოდის, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას გვიწონებენ, არ აპროტესტებენ და ჭკუასაც გვარიგებენ. ჰო, ჭკუას გვარიგებს ერი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებამდე  ფერადკანიანებს ადამიანებად არ თვლიდა, ცხოველებივით ექცეოდა და ეს მაშინ, როცა საქართველოს თავისი ოქროს ხანაც გავლილი ჰქონდა დავეფხისტყაოსანიცდაწერილი იყო. ახლა კი, იმას ვცდილობთ, ამერიკამ გამოცდილება გაგვიზიაროს, რომ დემოკრატია გვასწავლოს და ეს ყველაფერიეს ყველაფერი ჩვენი წარსულისა და იდენტობის დაკარგვის სანაცვლოდ. ჰო, რუს ტურისტებთან მოპყრობა იმას ნიშნავს, რომ უკვე დავივიწყეთ „სტუმარ-მასპინძელი“ და გენიალური ვაჟა-ფშაველას (რომლის მსგავსი არც ევროპას ჰყოლია და არც ამერიკას) ნაჯაფს ფეხქვეშ ვთელავთ.

2 ივლისს მომხდარი გავიხსენოთ _ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა. მატჩის შემდგომ უკრაინელთა ლატვიელმა დამრიგებელმა, აინარას ბაგაცკისმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, სათადარიგოთა სკამზე  მსხდომ ქართველ კალათბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგაცკისს ტაში დაუკრეს, _ რასაც ვიმსახურებდით, ის მივიღეთო; ამ ადამიანებმა ისიც თქვეს, _ უკრაინას ვგულშემატკივრობდით აღნიშნულ შეხვედრაშიო. მიახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ანალოგიური რამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს რომ გაეკეთებინა? _ ევროპა და ამერიკა მაშინვე თითს დაგვიქნევდნენ, ხელისუფლების უმაღლეს პირებს მოსთხოვდნენ ბოდიშის მოხდას, ახლა კი ვითომც არაფერი, ვითომ ასეც უნდა იყოს. მოღალატეები ხართ ის ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მეტოქესთან საქართველოს წინააღმდეგ იქნებით, მოღალატეები ხართ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი უცხოელის მიერ ქვეყნის სიმბოლოსთვის (და ეროვნული ნაკრები სწორედ ასეთია) ნაჩვენებ ნებისმიერ უხამს ჟესტს ტაშს დაუკრავთ, მოღალატეები ხართ ადამიანები, იმისთვის, რომ დასავლეთს კოჭი გაუგოროთ, საქართველოში სხვა ერის წარმომადგენლების დაჩაგვრას ცდილობთ; მოღალატეები ხართ ისინი, ვინც დავით არახამიას ტაშს უკრავთ, როცა ის რევოლუციისა და ომის დაწყებისკენ მოგვიწოდებს.

იმის მცდელობაც იყო, რომ რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე ოპოზიციის აქტივს ეძალადა, მაგრამ საბედნიეროდ, აქტივს ჭკუა ეყო და მიხვდა, რომ ღიად დაპირისპირება და ამ ყველაფრის გადაღება (ისე, ევროპა არ დაიჯერებდა) სისხლის სამართლის დანაშაული იყო და, სადაც მათი ბელადია ციხეში გამომწყვდეული, იქ მათაც აგებინებდნენ პასუხს. ჰო, სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ არ დაიწყო კამპანია _ იძალადე რუსებზე.

ამ ყველაფრის პარალელურად მუდმივად გვავიწყდება ის, რომ რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და მათ არასდროს დაუჩივლიათ, _ უდიერად გვეპყრობიან, ჩვენთვის სხვა ფასებია ან ქართველობის გამო ქუჩაში შეურაცხყოფას გვაყენებენო. გვავიწყდება ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ზღვარს ბოლომდე გადავალთ, ეს მილიონამდე ქართველი, შესაძლოა, ლარსს მოადგეს და შინ დაბრუნდეს, შინ, სადაც არც დასაქმების პერსპექტივა აქვს და არც საკვებად სამყოფი ფულის შოვნის. ასე, დასავლეთის გაქეზებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვცდით რუსეთის მოთმინებას და მერე რა, რომ საფრთხის ქვეშ, საკუთარი თავის გარდა, იმ მილიონამდე ქართველს ვაყენებთ, რომლებიც ამდენივეს საქართველოში ინახავენ და არჩენენ.

სხვათა შორის, როცა უკრაინიდან არაერთი ოჯახი ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, ხელისუფლებამ სკოლამდელ, სასკოლო თუ უმაღლეს სასწავლებლებში უკრაინული სექტორები გახსნა; აქაოდა, მათ სწავლა უნდა გაუადვილდეთო. უკრაინელებზე სამჯერ მეტნი არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ არავის უთქვამს, მშობლიურ ენაზე სწავლა მათაც სჭირდებათო. ამის შესახებ კი იციან ხელისუფლებაში, მაგრამ დასავლეთი არ მოიწონებს ამას ოფიციალურ დონეზე, თორემ არაოფიციალურად მხოლოდ თბილისში ათამდე რუსულენოვანი კერძო ბაღი გაიხსნა, სრული დატვირთვით მუშაობს და რუსეთის მოქალაქეების შვილები სკოლამდელ განათლებას სწორედ იქ იღებენ. რა თქმა უნდა, ხმამაღლა ამას არავინ ამბობს და აღიარებს, არც იმას ამბობენ, რომ გადასახადი ასეთ ბაღებში საკმაოდ მაღალია (თვეში 400 ლარი და ზემოთ), მაგრამ ის, რაც ვერ კეთდება ოფიციალურად, ხდება არაოფიციალურად, უფრო ზუსტად კი, კულუარულად, ისე, რომ ხმამაღლა არ ისაუბრონ და… დასავლეთი არ გააღიზიანონ.

რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ასეთი ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწონი არ არის. იმას რომ გავკივით, ჩვენი მტრები არიანო, როდიდან გახდნენ ირანელები, არაბები და თურქები ჩვენი მეგობრები? ოკუპაციაც ისეთი უნდა, აღმაშენებლის გამზირი რომ არის ოკუპირებული და ხარკის სახით სრულწლოვან თუ არასრულწლოვან ქართველ ქალებს რომ ვწირავთ ყოველდღიურად. ჰო, ჩვენ ვწირავთ სწორედ, რადგან ვერაფერს ვაკეთებთ, ვერაფერს ვცვლით და საკმარისია, რომელიმე უცხოელმა ხმა ამოიღოს, მჩაგრავენო, ლამის მინისტრების დონეზე წყდება კონფლიქტის მოგვარების გზები. და ეს ვრცელდება ყველაზე, გარდა რუსებისა, იმიტომ, რომდასავლეთი არ გაღიზიანდეს.

აი, დასავლელი პარტნიორები რომ არ უნდა გაღიზიანდნენ, ამაზე რომ არის გადართული ქართული პოლიტელიტა, დასავლეთი რატომ არ ცდილობს ისე მოქცევას, რომ ჩვენ, ქართველები, არ გავღიზიაანდეთ? თუ ჩვენ ადამიანებად აღარ გვთვლიან და მართლა ის საცდელი ბოცვრები ვართ მათთვის, რომლებზეც ექსპერიმენტებს, აგერ უკვე, მერამდენე წელია, ატარებენ?!  ჰო, ცდებს ატარებენ და ამ ფილმის ბოლო, ალბათ, ის იქნება, რომელიმე ამერიკელი ან ევროპელი დიპლომატი, ქუჩაში მოსიარულე ქართველს რომ დაინახავს, გაოცებით იყვირებს: „ვა, პელე… ცოცხალი ხარ, ტო?!“

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here