მთავარი ახალი ამბები სააკაშვილი: დაკავების შემდეგ კისერი მტკივა, ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ

სააკაშვილი: დაკავების შემდეგ კისერი მტკივა, ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ

593
გააზიარეთ

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინის მოქალაქეობას აუცილებლად აღიდგენს და მას უკრაინის პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.

ჩემი, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსის მოშორების მცდელობა მარცხისთვისაა განწირული. მე ვიყავი და ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ აი, მინდა გითხრათ – ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე უკრაინელ ხალხთან ერთად კისერს მოვტეხ. ამას ვპირდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here