Home ახალი ამბები მსოფლიო Daily Mirror: გეყოთ რუსული დათვის გაღიზიანება _ შეუძლია, შეგჭამოს!

Daily Mirror: გეყოთ რუსული დათვის გაღიზიანება _ შეუძლია, შეგჭამოს!

142

დაკარგულ დოკუმენტებზე ცალკეული ბრიტანელი მაღალჩინოსნის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად არის დაკავებული რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობით”, _ წერს Daily Mirrorის კოლუმნისტი პოლ რაუტლეჯი. ჟურნალისტის აზრით, ასეთი ვაიპატრიოტიზმი ლონდონს არ წაადგება _ მას ხომ აღარც იმპერია აქვს და აღარც უზარმაზარი ფლოტი და დათვთან კიდევ ერთ შეტაკებას, შეიძლება, ვეღარც გაუძლოს.

“სიტყვა “ჯინგოიზმი” (ასე უწოდებენ ინგლისურენოვან ქვეყნებში ურაპატრიოტიზმს) ბრიტანულ პაბებში იყო პოპულარული 1877-1978 წლების რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, _ წერს Daily Mirror-ის მიმომხილველი, _ როცა ანგლოსაქსები მღეროდნენ, რომ მოუწევდათ დათვთან შეტაკება, მაგრამ სანამ ძლიერია ბრიტანული დროშა, რუსები კონსტანტინოპოლს ხელში ვერ ჩაიგდებდენ”. როგორც რაუტლეჯი წერს, გასულ თვეში ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა “დათვს ცხვირზე უჩქმიტეს” შავ ზღვაში, ყირიმთან ახლოს _ იმ რეგიონში, რომელშიც ზემოაღნიშნულ სიმღერას მღეროდნენ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ. “საზოგადოდ, არაფერი შეცვლილა, _ წერს ავტორი, _ ოღონდ არც იმპერიაა, რომლის სავაჭრო გზები დასაცავია, და აღარც ფლოტი გვყავს საერთაშორისო წყლებში წესრიგის დასამყარებლად”.

თუმცა, ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ “მეომარს”, “დათვი გააღიზიანოს”, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ გააკეთა გაერთიანებული სამეფოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა რიჩარდ დანატმა, რომელმაც, “ლორდთა პალატის წითელი ტყავის სავარძელში უსაფრთხოდ მოკალათებულმა”, ქვეყნის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა, უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ.

ბრიტანეთის საზოგადოებას, როგორც წესი, ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის მოტივებს არ აცნობებენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად გამოვიდა: საიდუმლო დოკუმენტებიდან, რომლებიც ვიღაცას ავტობუსების გაჩერებაზე დარჩა (?!) კენტის საგრაფოში, ირკვევა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ წინასწარი განზრახვით გაგზავნა საესკადრო ნაღმოსანი Defender-ი ყირიმის ნაპირებთან, რითაც რუსეთის რეაქციას დააკვირდა და განიხილავდა ხომალდისთვის ალტერნატიულ მარშრუტს, რომელიც თავიდან ააცილებდა კონფრონტაციას, მაგრამ უარი თქვა ამაზე, იმიტომ, რომ არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს ლონდონი შეშინებულია და გაიქცა.

“აი ახლა კი ლონდონი ოფიციალურად დაკავდა რუსეთის პროვოცირებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკა შორსმჭვრეტელური არ არის”, _ აღნიშნავს Daily Mirror- ის მიმომხილველი.

როგორც სტატიის ავტორი წერს, რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ტონი ბრენტონი დარწმუნებულია, რომ ყირიმს, რომელიც დიდხანს იყო რუსეთის განუყოფელი ნაწილი და 2014 წელს რუსეთმა კვლავ მიიერთა, დასავლეთის სახელმწიფოები ვეღარ დაიბრუნებენ. რაუტლეჯი წერს, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემთხვევაში, ბრიტანეთის გამარჯვებაზე ფსონს არ დადებს.

Russian.rt.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here