Home სხვადასხვა დაიჯესტი Daily Mail: ჯორჯ სოროსმა მილიარდები გადასცა სახელმწიფო გადატრიალების დამფინანსებელ ფონდს

Daily Mail: ჯორჯ სოროსმა მილიარდები გადასცა სახელმწიფო გადატრიალების დამფინანსებელ ფონდს

976
ჯორჯ სოროსი

უკანასკნელ ორ წელიწადში ჯორჯ სოროსმა თავისი 23-მილიარდიანი ქონებიდან 18 მილიარდი დოლარი გადასცა ინსტიტუტ “ღია საზოგადოებას” (სოროსის ფონდი), რომელიც მან 1993 წელს დააარსა. ამ საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა დღემდე კამათის საგანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

ფონდის წარმომადგენლებმა Wall Street Journal-ს აცნობეს, რომ სოროსმა მასშტაბური საფინანსო შემწეობების გაცემა დაიწყო 2015 წელს, როცა მისი კაპიტალი 24,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

სოროსის ფონდს ამჟამად აშშ-ში უდიდესი მიზნობრივი კაპიტალი აქვს, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის შემდეგ.

ამასთანავე, ეს არის მსოფლიოში ყველაზე საძულველი ფონდი. სოროსს ადანაშაულებენ, რომ იგი თავის ფონდს იყენებს მთავრობათა დამხობისა და ეროვნული სახელმწიფოების დამხობის მიზნით. აშშ-ის შიგნით კი მისი ცუდი რეპუტაცია განაპირობა იმ ჯგუფებთან ურთიერთობამ, რომლებიც მხარს უჭერენ აბორტებს და მოძრაობას “შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია”.

ორივე პოლიტიზებული პრობლემაა.

სოროსის მიერ ფონდისთვის გაღებული შენაწირების ოდენობა დღემდე არ გამოქვეყნებულა.

“ფორბსსაც” კი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ფინანსურ ნაკადებს გულმოდგინედ აკვირდება, გამორჩა შენაწირების გადინების საკითხი მილიარდერების ყოველწლიური სიის შედგენისას. გასული კვირის მონაცემებით, სოროსს თავისი 23 მილიარდი დოლარით ამ სიაში მისთვის ჩვეული 23-ე ადგილი ეკავა. როგორც NSJ იუწყება, სოროსს გადაწყვეტილი აქვს, სიცოცხლის ბოლომდე ან ანდერძად დარჩენილი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი შესაწირად გაიღოს.

სოროსის ფონდი კერძო ქველმოქმედებითი ორგანიზაციაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტ ფონდს მართავს “ბრწყინვალე და ტოლერანტული დემოკრატიების” შექმნის მიზნით, “რომელთა მთავრობები თავიანთი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან”.

ბევრი მიიჩნევს, რომ ფონდი სუვერენულ ხელისუფლებათა საქმეებში ერევიან.

პროისრაელურ ჯგუფებს განსაკუთრებით აღაშფოთებთ ფონდის მიერ ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების _ “ადალასა” და “ისლამის” დაფინანსებით. სოროსთან აკავშირებენ ახლოაღმოსავლელი მიგრანტების ზღვით ევროპაში გადაყვანის ორგანიზატორებს და, საერთოდ, ამ პროცესს.

სოროსმა დიდი ფული გაიღო ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 2016 წელს, ლაპარაკია 8 მილიარ დოლარზე.

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს შევახსენებთ, რომ სწორედ სოროსმა დაიტრაბახა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ: მიხეილ სააკაშვილი ჩემი პროექტიაო.

ახლა სააკაშვილი, როგორც უკრაინელები ამბობენ, მიხომაიდანზე გაშლილი “კარვების ქალაქის” მისთვის პერსონალურად გაშლილ “პალატკაში” ცხოვრობს.

ავი ენები კი ირწმუნებიან, ღამღამობით ახლომდებარე სასტუმროში იძინებსო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here